ჩარლზ პ. სნოუ (1905-1980) არა მხოლოდ მწერალი იყო, მას სხვა გაქანებებიც ჰქონდა და სხვა სფეროებშიც წარმატებული გახლდათ. ინგლისელი მწერალი, ფიზიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე თავის ქვეყანაში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. ჩარლზ პერსი სნოუ 1095 წელს ლესტერში დაიბადა. განათლება იქვე, ადგილობრივ კოლეჯში მიიღო, რის შემდეგაც კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1930 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1961-64 წლებში კი სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში არჩეული რექტორი იყო. სწავლის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩართო პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვადასხვა პოსტს იკავებდა დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულ მთავრობებში. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, სნოუ აქტიურად წერდა და ამ საქმისთვის არასდროს უღალატია. დეტექტივი „სიკვდილი იალქნის ქვეშ“ (1932 წელი) ჩარლზ სნოუს პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოებია, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მკითხველებს შორის.
- თავი პირველი – ექვსი სასიამოვნო ახალგაზრდა
- თავი მეორე – როჯერს მარტოკას მიჰყავს იახტა
- თავი მესამე – მეგობრებს ახალი დანაშაულისკენ ვუბიძგებ
- თავი მეოთხე – ალოიზ ბერელი და ფინბოუ
- თავი მეხუთე – ფინბოუს ხუთი შეკითხვა
- თავი მეექვსე – უილიამი იღიმის
- თავი მეშვიდე – რატომ სძულდა ხუთ სასიამოვნო ახალგაზრდას როჯერი?
- თავი მერვე – სტადიონზე
- თავი მეცხრე – ფინბოუს დრო გაჰყავს
- თავი მეათე – ღამის თავგადასავალი
- თავი მეთერთმეტე – შფოთიანი დილა
- თავი მეთორმეტე – როჯერმა ევისს გული და ხელი შესთავაზა
- თავი მეცამეტე – სადილი საღამოს ბინდბუნდში
- თავი მეთოთხმეტე – როჯერის სატრფიალო თავგადასავალი
- თავი მეთხუთმეტე – ალოიზ ბერელი მდინარის ფსკერზე ეშვება
- თავი მეთექვსმეტე – ალოიზ ბერელი წერს ანგარიშს
- თავი მეჩვიდმეტე – ხუთმა სასიამოვნო ადამიანმა შვებით ამოისუნთქა
- თავი მეთვრამეტე – ევისი წვავს დღიურს
- თავი მეცხრამეტე – ფინბოუ არ ჩქარობს ახსნა-განმარტებას