რაიმონდ ტორნტონ ჩანდლერი (1888-1959), ამერიკელი რეალისტი მწერალი და კრიტიკოსი, დეტექტიური რომანების, მოთხრობების ავტორი 1888 წელს დაიბადა ჩიკაგოში. ჩანდლერმა კლასიკური განათლება მიიღო და მცირე ხანს სახელმწიფო სამსახურში იმუშავა, მერე პრესაში გადაბარგდა, მარამ ჟურნალისტის რანგში დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მცირეხნიანი წვალების შემდეგ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა, საბუღალტრო კურსები დაამთავრა და მუდმივი სამსახურიც იშოვა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში გაემგზავრა. ომიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ბუღალტრობით ირჩენდა თავს. ნავთობკომპანიაში მუშაობდა და 1932 წელს მისი ვიცე-პრეზიდენტიც კი გახდა, მაგრამ ერთ წელიწადში ალკოჰოლიზმის, გაცდენებისა და თვითმკვლელობის მუქარების გამო სამსახურიდან გააძევეს. იმისთვის, რომ თავი ერჩინა, ჩენდლერი ისევ კალამს მიუბრუნდა – ოღონდ ამჯერად დეტექტიურ მოთხრობებსა და რომანებს წერდა. მისმა რომანებმა მალე მოიპოვა დიდი წარმატება. 1954 წელს ცოლის სიკვდილის შემდეგ ჩენდლერი გამუდმებით მარტო იყო, რამაც კლინიკურ დეპრესიამდე მიიყვანა. ისევ სმა დაიწყო, 1955 წელს თვითმკვლელობა სცადა. 1959 წელს პნევმონიით დაავადდა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40