ბრიტანელი მწერალი, ორმოცი რომანის ავტორი დიკ ფრენსისი (1920-2010), რომლის ნამდვილი სახელი რიჩარდ სტენლი ფრენსისია, 1920 წელს დაიბადა ჟოკეის ოჯახში. მწერალს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დოღი, ცხენებისადმი სიყვარულითა და პირველობისადმი სწრაფვით – მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო. მომავალმა მწერალმა თავისი კარიერა სწორედ ჟოკეიდ დაიწყო, თუმცა შემდეგ ომმა მოუსწრო და მფრინავი გახდა. ომის დამთავრების შემდეგ ფრენსისი საცხენოსნო სპორტში დაბრუნდა და არაერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მწერლის პირველი და ყველაზე წარმატებული რომანი იყო „ფავორიტი“ (1962 წელი) – დეტექტიური ამბავი ჟოკეების ცხოვრებიდან. რომანის ხმაურიანმა წარმატებამ განაპირობა ფრენსისის შემდგომი გზა – მწერლობა მის მთავარ საქმიანობად და მოწოდებად იქცა. სხვათა შორის, „ფავორიტშივე“ გაჩნდა მისი თხრობის ჩვეული მანერა – ჟურნალისტური სტილი დეტალებისა და პერსონაჟების ხასიათების დაწვრილებითი დამუშავებითა და თემის ამომწურავი ცოდნით.
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19