კალათა

დეტალურად

თამაზ ხარაიშვილის არაერთ ლექსს სტუდენტობის დროიდან ვიცნობ. ამ ლექსებში მე ვხედავ ავტორის ხასიათის და სულიერი წყობის ისეთი თვისებების ანარეკლს, რომლებიც ჩემთვის ძვირფასი იყო და არის. შინაგანი, ზოგჯერ განგებ დაფარული სილბო და ლირიზმი, ტკივილის ღრმად განცდის და ამ ტკივილის მოფრთხილების, შენახვის ნიჭი, ამასთანავე არტისტიზმი, მოხდენილი, სიმძიმის შემამსუბუქებელი ფორმის სიყვარული, სულის სიმხნევე... მე ვფიქრობ, რომ ეს თვისებები თამაზ ხარაიშვილის ლექსებში ისეა პოეტურად გარდასახული და ხორცშესხმული, რომ მკითხველი იგრძნობს მათ მიმზიდველობას. თამაზ ხარაიშვილისათვის ლირიკული თვითგამოხატვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება შინაგანი დიალოგია – დრამატული და ფიქრით დატვირთული დიალოგი, ფიქრს კი წარმართავს ყოფნის წარმავლობაში საკუთარი ჭეშმარიტი და მყარი სულიერი სახის დადგენის ორგანული მოთხოვნილება. თამაზ ხარაიშვილი მგრძნობიარეა სიტყვის ხიბლის მიმართ, მას აქვს მიდრეკილება სიძველის ელფერით აღბეჭდილი მეტყველებისადმი, საერთოდ ტრადიციული ფორმებისადმი, მაგრამ მათში ცოცხალ, ამგვარი ფორმების გამაახლებელ განცდას მოაქცევს... (თამაზ ვასაძე)
  • ლექსი, როგორც საავტორო ხასიათი
  • ნოსტალგია
  • გაქვავებული მეტაფორები
  • * * * (ჰა, მიილია ეს სიხარულიც….)
  • დაკარგული დროის ძიებაში
  • * * * (მჩუქნი სიჩუმეს და მარტოობას…)
  • * * * (შენ ხარ ფაქიზი ღრუბლის ნაწილი…)
  • * * * (ჩემი ბავშვობის დიდი მდინარე…)
  • საგოდებელი სამშობლოს გამო
  • ძე შეცთომილი
  • ხილვა
  • უსახელო სონეტი
  • ალტერნატივა
  • * * * (შენ პოეტი ხარ…)
  • ბედის ირონია, ანუ...
  • წვიმიანი ღამის მელოდია
  • ლექსი ქარიან შემოდგომაზე
  • მთამსვლელზე
  • ჭყვიში
  • განზოგადებული მიძღვნა მათ, ვინც თავისთავს მოიაზრებს
  • ექსპრომტი გერგეტის სამებასთან
  • მთაში
  • * * * (ოქროს ქარვასლას და ოქროს ვერძებს…)
  • * * * (სულ სხვანაირი თენდება ღამე…)
  • დიდთოვლობა
  • ეპიზოდი ფილმიდან
  • სტანსები
  • არხოტის რვეულიდან
  • მარიტა
  • მონოლოგი
  • გამოდარება
  • სატრფიალოსავით
  • * * * (მომენატრე და მომესურვილე…)
  • მამის ხსოვნას
  • * * * (ჯერ მშვიდად იყო არაყი ყანწში…)
  • კრეაცია
  • * * * (გელოდი, დიდხანს გელოდი…)
  • * * * (დრო ყველაფრის წამალია…)
  • ახლებური მუხამბაზი
  • მტკვართან
  • ისევ მტკვართან
  • თენება სოფლად
  • ვირჯინია ვულფი
  • * * * (სახეს დარდი დაუხატავს…)
  • * * * (ბებერ თუთას შეხმობია სურო…)
  • მეგობრებს
  • „ბედნიერი ერი“
  • * * * (დროება დადგა გასაგიჟარი…)
  • ვედრება
  • * * * (აღარ მწყალობს ძველი…)
  • * * * (ხმა ჩამესმის გამუდმებით…)
  • * * * (მიჰყევი მთვარის ნაკვალევს…)
  • ფოთლების სასაფლაო
  • * * * (უკვე პირველის ნახევარია…)
  • * * * (ჩემი მიზანი იყო სიცოცხლე…)
  • ბედისწერა
  • წვიმისა გამო
  • * * * (გარეთ ამინდი უამურობს…)
  • ცხოვრება თეატრია
  • საგაზაფხულო
  • მონოლოგი მონორითმით
  • შეხვედრა
  • „ასმათ ფარდაგსა აზიდნა...“
  • რკონი 40 წლის შემდეგ
  • * * * (მდინარის ჩქერი ეხლება…)
  • * * * (მე ვეძებდი თურაშაულს…)
  • ცხოვრების ლირიკა
  • წერილი
  • შეხვედრა
  • * * * (დღე იყო ერთი და უამრავი…)
  • ზღვარი
  • შეგონება
  • * * * (მორჭმით იჯდა იმღერდა…)
  • ქართული სიმღერა
  • მონანიება
  • * * * (კარის ჩამოკეტვის…)
  • საღამო
  • * * * (გეძახდი... ქარს ხმა აღმა მიჰქონდა…)
  • კიტოხში
  • * * * (მე ათასგზის შეგიყვარე…)
  • ვაჟა
  • მოირა
  • ახალი ყაიდის საგალობლები