„ხალხი მას პრეზიდენტს ეძახის, მე კი – ბაბუას. ვიზრდები ცეკვით, პოლიტიკითა და, რაც პირადად მე მეხება, თამაშებით გარემოცულ სამყაროში და თანდათან ვხვდები, რომ ბაბუა თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმური უფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში ხარჯავს. იმ უფლებისა, რომელსაც საბჭოთა რუსეთი, დამპყრობელი შეიარაღებული ხელისუფლება, ფეხქვეშ თელავს. ყველაფერს ვერ ვხვდები, მაგრამ მთავარი აზრი მესმის... საფრანგეთში საქართველოს თავისუფლების დაბრუნების მოლოდინში ვცხოვრობთ. აი, მაშინ დავბრუნდებით! ხოლო მანამდე დიდი საქმეა გასაკეთებელი და ბაბუამ თავი უნდა გადადოს ამ უზარმაზარი მისიის შესასრულებლად“. ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ქრისტინე ფაღავა ბულეზი, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში, ემიგრაციაში დაიბადა. აღიზარდა ქართულ გარემოში. ენაც ქართულად აიდგა. ბაბუის ყურადღებით განებივრებულს თბილი, სასიამოვნო და ამასთანავე, მნიშვნელოვანი მოგონებები შემორჩა მასზე. ცხოვრობს პარიზში. ფრანგულ ენაზე თარგმნა ნოე ჟორდანიას მემუარული წიგნი „ჩემი წარსული“ (Mon Passé) და პოლიტიკური ნაშრომები – „რა მოხდა“, „დემოკრატია“, „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“. არის ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი აქტიური მონაწილეობით ინსტიტუტმა 2014 წელს თბილისსა და პარიზში მოაწყო კონფერენციები თემაზე „1924 წლის ეროვნული აჯანყება“. 1998-2010 წლებში იყო ლევილის მამულის მმართველი. წიგნს დართული აქვს 1801-1953 წლების ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიური ნუსხა.
- მკითხველს
- გენეზისი
- I. დედაჩემის ბავშვობის მოგონებები
- II. გადაჯვარედინებული მოგონებები – ინა ივანოვნა, არაკონფორმისტი ბებია
- ნოე ჟორდანია, დიდი ისტორია
- მამას მჭევრმეტყველება
- III. ნოე ჟორდანია “წიგნი ოჯახში საკითხავი” (ამონაწერი)
- IV. მთავარი ისტორიული თარიღები
- გამოყენებული წიგნების მოკლე ბიბლიოგრაფიული კრებული
- მადლობა
- სქოლიო