„ოცნებისა და რეალობის გზაჯვარედინზე“ 21-ე საუკუნის საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის, სქესის, რასის, რელიგიური მსოფლმხედველობის, მატერიალური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზეა, რომლებიც ცხოვრების ჭიდილში საკუთარი თავის პოვნასა და ბედნიერების მოპოვებას ცდილობენ. მოქმედების ცენტრში ვხვდებით მდიდარ ბათუმელ გოგონას, რომელიც სახლიდან სპონტანურად გარბის თბილისში და ცხოვრებას ნულიდან იწყებს; მისი გარდასახვის პარალელურად ვეცნობით სხვა პერსონაჟებსაც და ჩვენ წინ იშლება მეტ-ნაკლებად ყველაფერი, რაც ჩვენი საზოგადოების ფიქრისა და წუხილის საგანია.