„აგათა კრისტი, ბევრი მისი თანამედროვე ინგლისელი მწერლის მსგავსად, დიკენსის მზიური სახლიდან გამოვიდა. ამ სახლიდან გამოყოლილი სხივი მერე და მერე ტალანტის იდუმალ სამყაროში იმ მახვილად გამოიჭედა, რისთვისაც დეტექტივის დედოფლის წოდება ისე მიანიჭეს, როგორც მეომარს - რაინდობა. ალბათ, მთავარი, რასაც აგათა კრისტის ნაწარმოებიდან ამოვიკითხავთ, სიკეთის აუცილებელი გამარჯვების იდეაა, რომელიც, დეტექტივისთვის დამახასიათებელი და ამ შემთხვევაში ვირტუოზობამდე მიყვანილი ეფექტური მოულოდნელობების განცდასთან ერთად, უცნაურად მახლობლად, შენს წიგნად აქცევს აგათა კრისტის ნაწარმოებს. ასეთი განცდა სიყმაწვილიდან გამომყვა, როცა მისი, მაშინ ძალზე ძნელად საშოვნელი, წიგნი პირველად წავიკითხე. მისი „ავტობიოგრაფიის“ მიხედვით, აგათა კრისტის ყვარებია „მზე, ვაშლები, მუსიკა, მატარებელი, ციფრები.. ზღვა, დუმილი.. ძილი ოცნება.. ყავის სურნელი, ძაღლები და თეატრი“, რაც უნებურად მაინც ამჟღავნებს მის ფარულ სურვილს - გაქცეოდა ყოველდღიური ხიფათებით სავსე სინამდვილეს, „ძალადობას, დაუნდობლობას“ (მისი სიტყვებია!) და მშვიდი, მყუდრო, ადამიანური ცხოვრებით ეცხოვრა...“ - თამაზ ჭილაძე
- ნაწილი I. ფაქტები
- 1. „ტოროსის ექსპრესში“ მნიშვნელოვანი მგზავრი ადის
- 2. სასტუმრო „თოქათლიანი“
- 3. პუარო უარს ამბობს საქმის გამოძიებაზე
- 4. ყვირილი ღამით
- 5. დანაშაული
- 6. ქალი
- 7. ცხედარი
- 8. არმსთრონგის გატაცების საქმე
- ნაწილი II. მოწმეთა ჩვენებები
- 1. საძილე ვაგონის გამყოლის ჩვენება
- 2. მდივნის ჩვენება
- 3. პირადი მსახურის ჩვენება
- 4. ამერიკელი ლედის ჩვენება
- 5. შვედი ქალბატონის ჩვენება
- 6. რუსი თავადის ქალის ჩვენება
- 7. გრაფ და გრაფინია ანდრენების ჩვენება
- 8. პოლკოვნიკ არბეთნოთის ჩვენება
- 9. მისტერ ჰარდმენის ჩვენება
- 10. იტალიელის ჩვენება
- 11. მის დებენჰემის ჩვენება
- 12. გერმანელი მოახლის ჩვენება
- 13. მგზავრთა ჩვენებების შეჯამება
- 14. იარაღი, როგორც სამხილი
- 15. მგზავრთა ბარგი, როგორც სამხილი
- ნაწილი III. ერკიულ პუარო მოკალათდება და ფიქრებს ეძლევა
- 1. რომელი მათგანი
- 2. ათი კითხვა
- 3. დამაფიქრებელი დეტალები
- 4. ცხიმის ლაქა უნგრულ პასპორტზე
- 5. თავადის ქალ დრაგომიროვას სახელი
- 6. მეორე გასაუბრება პოლკოვნიკ არბეთნოთთან
- 7. მერი დებენჰემის ვინაობა
- 8. შემდგომი გასაოცარი აღმოჩენები
- 9. პუარო ორ ვერსიას გვთავაზობს
- სქოლიო