კალათა

დეტალურად

„ჯოისი ღვთაებრივმა ცეცხლმა დაწვაო, ამბობს ფოლკნერი და, ამ წიგნში, ჩვენ წინაშეა ღვთაებრივი ცეცხლით დამწვარ-დაბუგული ჯეიმზ ჯოისი. „დუბლინელებისა“ და „ულისეს“ ავტორი, მსოფლიო პროზის გეზის განმსაზღვრელი, გოლიათი ჯეიმზ ჯოისი ამ წიგნში წარმოგვიდგება სუსტ, უღონო, შეშინებულ, მოწუწუნე კაცუნად; ის სატირა, იუმორი, ცინიზმიც რომ ვერაფერში შეჰხიდებია, ერებსა თუ სახელმწიფოებს რომ აჩოქებდა და დგას მკითხველის წინაშე ბრმა, სნეული, მარტო დარჩენილი. და იფიქრებ, ეგებ არც გამოქვეყნებულიყოო, ეს ბარათები ხომ პირადია, ძალზე პირადი, მაგრამ დასავლეთში დიდი ხანია გამოცემულია და შესწავლილიც. ალბათ მაინც საჭიროა, საჭიროა რადგან ეს სნეული, დაბრმავებული, პირადი ცხოვრების მოუწყობლობით, შვილების სნეულებითა თუ ხელმოცარულობით დაღდასმული კაცი დიდი წიგნების ავტორია, ბუმბერაზული ტვირთის ამწევი და აბა რა გასაკვირია, რომ ასეთმა ტვირთმა დაძალა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, თუ ვინმე იტყვის სუსტი კაცი ყოფილა ჯეიმზ ჯოისიო, უილიამ ფოლკნერის ნათქვამი გაიხსენოს“, – პაატა ჩხეიძის წინასიტყვაობიდან.
  • შესავალი
  • დუბლინი და პარიზი (1882-1904)
  • პულა, რომი, ტრიესტი (1904-1915)
  • პარიზი (1920-1939)
  • სენ-ჟერან-ლე-პიუი, ციურიხი (1939-1941)
  • სქოლიო