კალათა

დეტალურად

ყველა ქართველისათვის წმინდა და საამაყოა დიდგორის ბრძოლა, ანუ როგორ მას უწოდებენ „ძლევაი საკვირველი“. ეს ბრძოლა ნაწილი იყო იმ დიდი ომისა, რომელიც იმ დროს დასავლეთ ქრისტიანულ და აღმოსავლეთ მუსულმანურ სამყაროს შორის მიმდინარეობდა. დიდგორის ბრძოლა იყო ამ ომის აპოგეა, დიდგორმა შეცვალა ისტორია, უდიდესი დარტყმა მიაყენა მუსულმანურ კოალიციას, ააცილა ევროპას დიდი საფრთხე. ამ მასშტაბისა და უდიდესი მნიშვნელობის ბრძოლას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ათასწლეულის ბრძოლა. სამწუხაროდ ის დანარჩენი სამყაროსათვის ნაკლებადაა ცნობილი. დიდგორის ბრძოლის მონაწილეებად ზოგ ისტორიულ წყაროში ნახსენები არიან ევროპელი რაინდები, ზოგი ფრანგებს ან რაინდებს უწოდებს, ეს ინფორმაციაც ძალიან მწირია. ამ წიგნის გმირები არიან როგორც რეალური ისტორიული პირები: უოლტერ ჩანსელორი, იგივე გოტიე, ავტორი წიგნისა ანტიოქიის ბრძოლები, (რომელიც ტყვედ იყო ჩავარდნილი და მეფე დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა,) დიეგო ლოპეს დე ჰარო, ჰენრი II კარინთიელი, ბოლდუინ მეორე და სხვა რაინდები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ომებში, ასევე თქვენი მონა-მორჩილის მიერ შექმნილი პერსონაჟები. აღწერილ მოვლენებში გამოყენებულია ჩემ მიერ მოპოვებული სხვა და სხვა ისტორიული წყაროები.
  • შესავლის მაგიერ
  • თავი I
  • თავი II