კალათა

დეტალურად

„ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“ – ეს ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და ცნობილი დასაწყისია. ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ ყველა დროის უდიდესი რომანისტის მაგნუმ ოპუსია. ისტორიული ნაწარმოები დასავლური ცივილიზაციის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქზე, ლონდონსა და პარიზზე მოგვითხრობს, რომელთა წარსული, ამწყო და მომავალი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენების ფონზე, რომლებმაც მსოფლიო წესრიგი შეცვალეს, დიკენსი გენიალურად მოგვითხრობს დაუვიწყარი პერსონაჟების ცხოვრებას: უდიდესი სიყვარულის, დაუნდობელი შურისძიების, ერთგული მეგობრობისა და უანგარო თავგანწირვის ამბავს. რევოლუციის ალში გახვეული საფრანგეთი, სასტიკი ბატონების წინააღმდეგ აჯანყებული სისხლმოწყურებული გლეხები და გილიოტინის ფიცარნაგზე მიმოყრილი არისტოკრატების თავები. როდის იქცევა სამართლიანი ჯანყი ბრბოს ბრმა და გაუაზრებელ შურისძიებად; როდის იცვლება სამართლის მოთხოვნა სიკვდილით დასჯის შეძახილებით და რა არის საჭირო, რათა სისხლით მორწყული ქალაქის ქუჩებში ისევ სიწყნარემ დაისადგუროს. რევოლუციური პარიზი დიკენსისთვის მორალურ დილემას წარმოადგენდა. ერთი მხრივ, მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი შემოქმედებით, ის ღარიბების ქომაგი იყო, მდიდრები კი მისი კრიტიკის სამიზნეს წარმოდგენდნენ, მეორე მხრივ, რევოლუციონერების სისასტიკეზე და ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში დაკარგული უდანაშაულო ადამიანების ბედზე მან თვალის დახუჭვა ვერ შეძლო. წიგნიც ზუსტად ამ დუალიზმით არის გაჟღენთილი. აქ ყველაფერს აქვს თავისი მეორე ნახევარი, რომელიც პირველის სიკეთეს ან ბოროტებას უკეთ ასახავს, ყველაფერ ახალს წინ ძველის სიკვდილი უძღვის, დიდ ცვლილებებს კი დიდი ტრაგედიები – „ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“.
  • ავტორის წინასიტყვაობა
  • წიგნი პირველი. სააქაოს მობრუნებული
    • თავი I. ხანა
    • თავი II. საფოსტო ეტლი
    • თავი III. ღამის ლანდები
    • თავი IV. სამზადისი
    • თავი V. ღვინის დუქანი
    • თავი VI. მეწაღე
  • წიგნი მეორე. ოქრომკედი
    • თავი I. ხუთი წლის შემდეგ
    • თავი II. სანახაობა
    • თავი III. იმედგაცრუება
    • თავი IV. მისალოცი
    • თავი V. ტურა
    • თავი VI. ასობით ადამიანი
    • თავი VII. მონსინიორი ქალაქად
    • თავი VIII. მონსინიორი სოფლად
    • თავი IX. გორგონას თავი
    • თავი X. ორი პირობა
    • თავი XI. კომპანიონები
    • თავი XII. მგრძნობიარე კაცი
    • თავი XIII. უგრძნობი კაცი
    • თავი XIV. პატიოსანი ვაჭარი
    • თავი XV. ქსოვა
    • თავი XVI. ქსოვა გრძელდება
    • თავი XVII. ერთი ღამე
    • თავი XVIII. ცხრა დღე
    • თავი XIX. მოსაზრება
    • თავი XX. შეთანხმება
    • თავი XXI. ნაბიჯების ექო
    • თავი XXII. ზღვა არ მშვიდდება
    • თავი XXIII. ცეცხლი მძვინვარებს
    • თავი XXIV. ანდამატის მიზიდულობა
  • ნაწილი მესამე. ქარიშხლის კვალდაკვალ
    • თავი I. საიდუმლოდ
    • თავი II. ხარტი
    • თავი III. ჩრდილი
    • თავი IV. ყუჩილი ქარიშხლისას
    • თავი V. შეშის მხრეხავი
    • თავი VI. ტრიუმფი
    • თავი VII. კაკუნი კარზე
    • თავი VIII. ერთი თალია ბანქო
    • თავი IX. თამაში დასრულდა
    • თავი X. ხორცშესხმული ლანდი
    • თავი XI. მწუხრი
    • თავი XII. წყვდიადი
    • თავი XIII. ორმოცდათორმეტი
    • თავი XIV. ქსოვა დასრულდა
    • თავი XV. ნაბიჯები საუკუნოდ დუმდებიან
  • სქოლიო