დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის'' იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოადგენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს'', რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა. „ფაუსტის'' პირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე – 1832 წელს, მწერლის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. თუ ტრაგედიის პირველი ნაწილი ხალასი პოეზიითა და ემოციურობით გამორჩეული შედევრია და ძირითადად მიჰყვება დოქტორ ფაუსტის ლეგენდას, მეორე ნაწილში გოეთე მეტ იმპროვიზაციას მიმართავს. ეს ნაწილი, თომას მანის სიტყვებით, „სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ – მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს“. დავით წერედიანმა ამჯერადაც ოსტატურად აამღერა ეს წყაროები ქართულად და შეგვიძლია „ფაუსტის“ მეორე, ნაკლებ დრამატულ და უფრო პოეტურ ნაწილს მშობლიურ ენაზეც გავეცნოთ.
- წინათქმა მეორე ნაწილისათვის
- პირველი მოქმედება
- ლამაზი მიდამო
- სამეფო სასახლე, სატახტო დარბაზი
- ვრცელი დარბაზი გვერდითი გასასვლელებით
- სასახლის ბაღნარი
- ბნელი ტალანი
- გადაჩახჩახებული დარბაზი
- სარაინდო დარბაზი
- მეორე მოქმედება
- მაღალთაღიანი გოტიკური ოთახი
- ლაბორატორია
- კლასიკური ვალპურგობის ღამე – ფარსალიის ველები
- პენეიოსის ზედაწელზე
- პენეიოსის ქვედაწელზე
- ისევ პენეიოსის ზედაწელზე
- კლდოვანი ყურე ეგევსის ზღვაზე
- მესამე მოქმედება
- სპარტა, მენელაოსის სასახლის შესასვლელი
- ციხე-დარბაზის შიდა ეზო
- მეოთხე მოქმედება
- მთისწინეთი
- მთისძირი
- ცრუ კაიზერის კარავი
- მეხუთე მოქმედება
- გაშლილი ადგილი
- ბაღი
- სასახლე
- გვიანი ღამე
- შუაღამე
- სასახლის წინა ეზო
- სამარეში ჩასვენება
- მთის ხეობები
- „ფაუსტის“ მეორე ნაწილში მოხსენიებული ბერძნულ-რომაული მითოლოგიური სახელები
- სქოლიო