კალათა

დეტალურად

ზღვისპირა იტალიური ქალაქის უმდიდრესი ადამიანი და არაფორმალური მმართველი საკმაოდ პიკანტურ ვითარებაში იღუპება. ყველა დაინტერესებულია ამ საქმით – რომის პაპიდან დაწყებული პროვინციელი მოსამართლით დასრულებული, მაგრამ არავის სურს საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა, ერთი რიგითი კომისრის გარდა. მოკლედ, ეს არის ნამდვილი, სიცილიის სამხრეთ სანაპიროს ვნებებით გაჟღენთილი, იტალიური დეტექტივი... – ანდრეა კამილერი 1925 წელს სიცილიის ქალაქ პორტო-ემპედოკლეში დაიბადა. მამამისი, ჯუზეპე, ადგილობრივი ფაშისტების ლიდერი იყო, აქტიურად არბევდა კომუნისტებს და რომისკენ მუსოლინის ცნობილ მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა. მშვიდი ხასიათით არც ანდრეა გამოირჩეოდა – კათოლიკური სკოლიდან იმისთვის გარიცხეს, რომ ჯვარცმის ქანდაკებას კვერცხები დაუშინა, შემდეგ უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე შევიდა და კომუნისტური პარტიის წევრიც გახდა. მაშინ დაიწყო ლექსებისა და მოთხრობების წერა. ორი წელი დრამატული ხელოვნების აკადემიაშიც სწავლობდა, თეატრალური რეჟისორი გახდა, ტელევიზიაშიც მუშაობდა. თუმცა, წარმატება მხოლოდ 67 წლის ასაკში ეწვია, როდესაც მისი რომანი „ნადირობის სეზონი“ (1992) დაიბეჭდა. ამას მოჰყვა „წყლის ფორმა“ (1994) და სხვა რომანები, რომლებმაც ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 2015 წელს 90 წლის კამილერი მკითხველს დაჰპირდა, რომ კომისარ მონტალბანოს ამბებს გააგრძელებდა, ასე რომ, მალე სერიის მომდევნო წიგნს ვიხილავთ...
  • თავი 1
  • თავი 2
  • თავი 3
  • თავი 4
  • თავი 5
  • თავი 6
  • თავი 7
  • თავი 8
  • თავი 9
  • თავი 10
  • თავი 11
  • თავი 12
  • თავი 13
  • თავი 14
  • თავი 15
  • თავი 16
  • ავტორის შენიშვნა