კალათა

დეტალურად

სადამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? სწორედ ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსის, კლიფორდ დ. სიმაკის, რომანი „ქალაქი“. კაცობრიობის მომავალს საფრთხე ემუქრება, ანუ იგი დასასრულისკენ მიექანება. თუმცა ამის მიზეზი არ იქნება არც ბირთვული ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა, არც რაიმე პანდემია, ასტეროიდის დაჯახება თუ უცხოპლანეტელთა შემოსევა. მიზეზი წარმოუდგენლად ფანტასტიკურია... „ქალაქი“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. კლიფორდ დ. სიმაკი (1904–1988) სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ცნობილი ამერიკელი მწერალია. სიმაკი სამჯერ გახდა „ჰიუგოს“ პრესტიჟული დაჯილდოების ტრიუმფატორი. იგი „ნებულას“ გამარჯვებულიცაა. 1977 წელს კლიფორდ დ. სიმაკმა ამერიკის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მწერალთა საუკეთესო სამეულში დაიმკვიდრა თავი, გარდაცვალების შემდეგ კი, 1988 წელს, ბრემ სტოკერის სახელობის ჯილდო მიაკუთვნეს.
  • შესავალი
  • წინათქმა
  • პირველი თქმულების კომენტარი
  • I. ქალაქი
  • მეორე თქმულების კომენტარი
  • II. თავშესაფარი
  • მესამე თქმულების კომენტარი
  • III. აღწერა
  • მეოთხე თქმულების კომენტარი
  • IV. დეზერტირობა
  • მეხუთე თქმულების კომენტარი
  • V. სამოთხე
  • მეექვსე თქმულების კომენტარი
  • VI. ჰობი
  • მეშვიდე თქმულების კომენტარი
  • VII. ეზოპე
  • მერვე თქმულების კომენტარი
  • VIII. მარტივი გზა
  • „ეპილოგის“ კომენტარი
  • ეპილოგი