„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
- თავი I. აქა ამბავი დიდი მეზღაპრისა...
- თავი II. აქა ამბავი უფერული ბავშვობისა
- თავი III. აქა ამბავი გამოუსწორებელი ოპტიმისტისა
- თავი IV. აქა ამბავი მიკი მაუსისა
- თავი V. აქა ამბავი ფიფქიასი
- თავი VI. აქა ამბავი დიდოსტატისა
- თავი VII. აქა ამბავი დიდი ფულისა
- თავი VIII. აქა ამბავი ოჯახური ცხოვრებისა
- თავი IX. აქა ამბავი პინოკიოსი და სხვა პერსონაჟებისა
- თავი X. აქა ამბავი „ფანტაზიისთვის“ შექმნილი ფანტაზიისა
- თავი XI. აქა ამბავი ვერაგი ომისა
- თავი XII. აქა ამბავი კვლავ აფრენისა
- თავი XIII. აქა ამბავი ფართომასშტაბიანი ბიზნესისა
- თავი XIV. აქა ამბავი რეალობად ქცეული საოცრებათა ქვეყნისა
- თავი XV. აქა ამბავი ანიმაციის სარგებლიანობისა
- თავი XVI. აქა ამბავი მუშა „ფუტკრისა“
- თავი XVII. აქა ამბავი ჯილდოებისა და მითებისა...
- თავი XVIII. აქა ამბავი მეზღაპრის აღსასრულისა
- გამოყენებული ლიტერატურა