კალათა

დეტალურად

სახელმძღვანელო ეკონომიკურ თეორიაში ორ ნაწილად: მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა – უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და გამოცდილი სპეციალისტებისათვის. სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკური თეორიის შესასწავლად, თუმცა, ავტორების აზრით, ეკონომიკის ძირეულად დაუფლების მოსურნე ადამიანებისათვის ძირითად გზამკვლევად კვლავინდებურად ეკონომიკური მეცნიერების გამოჩენილი წარმომადგენლების (კლასიკოსების) იდეური მემკვიდრეობა, ასევე პოლ სამუელსონის „ეკონომიკის“ ორტომეული, გრეგორი მენქიუს „ეკონომიკის პრინციპები“ და ზოგიერთი სხვა სახელმძღვანელო რჩება. წინამდებარე წიგნი კი სწორედ მათზე დაყრდნობით და საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გამოყენებული პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად არის დაწერილი. მისი შინაარსის გადმოცემისას ავტორები ხშირად მიმართავენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრობლემებს (ზოგჯერ მათი მოგვარების წინადადებებსაც სთავაზობენ), განიხილავენ საკამათო საკითხებს და იწვევენ მკითხველებს ამაში მონაწილეობის მისაღებად, ფართოდ იყენებენ სასწავლო დავალებებს და სავარჯიშო ტესტებს (ზოგიერთ თემას დართული აქვს დამატებითი კითხვის მასალა). ისინი იმედოვნებენ, რომ სახელმძღვანელოს ასეთი ხასიათი დაეხმარება ამ დისციპლინის დაუფლების მოსურნე სტუდენტ ახალგაზრდობას, ასევე იმათ, ვინც ამ „ამაღელვებელი სამყაროს“ (პ. სამუელსონი) შესახებ ცოდნის გაღრმავებას ესწრაფვის.
  • წინათქმა
  • ნაწილი I. მიკროეკონომიკა
    • თემა. ეკონომიკური თეორიის (ეკონომიკის პრინციპების) საგანი
      • თავი 1. ეკონომიკის არსი, ეკონომიკური თეორიის საგანი
      • თავი 2. ეკონომიკის 10 პრინციპი: საერთო დახასიათება
      • თავი 3. ეკონომიკური თეორიის ფუნქციები და მეთოდები
      • კითხვები და სასწავლო დავალებები
      • სავარჯიშო ტესტები
    • თემა II. წარმოების ფაქტორები, მათი შეზღუდულობა და გამოყენება
      • თავი 1. წარმოების ფაქტორები (ეკონომიკური რესურსები) როგორც ღირებულების შექმნის სუბსტანცია
      • თავი 2. საწარმოო შესაძლებლობების მრუდი. ალტერნატიული ხარჯები
      • თავი 3. ორი მიდგომა ადამიანების ეკონომიკურ ქცევაზე: მარგინალური ანალიზი და ინსტიტუციონალიზმი
      • თავი 4. ზღვრული (მარგინალური) სიდიდეები ეკონომიკურ საქმიანობაში
      • თავი 5. გადაწყვეტილების ეფექტიანობის საერთო-ეკონომიკური გაანგარიშება
      • დამატებითი კითხვის მასალა
      • კითხვები და სასწავლო დავალებები
      • სავარჯიშო ტესტები
    • თემა III. მოთხოვნა და მიწოდება. ელასტიკურობა და საბაზრო წონასწორობა
      • შესავალი
      • თავი 1. მარაგები და ნაკადები ეკონომიკაში. ფასების როლი
      • თავი 2. მოთხოვნა და მიწოდება საქონლის და მომსახურების ბაზარზე
      • თავი 3. მოთხოვნისა და მიწოდების წონასწორობა
      • თავი 4. ელასტიკურობა და ბაზრის ადაპტაციის პროცესი
      • თავი 5. არაფასობრივი პარამეტრების ცვლილება და ბაზრის წონასწორობა
      • თავი 6. ბაზრის რეგულირება
      • დამატებითი კითხვის მასალა
      • კითხვები და სასწავლო დავალებები
      • სავარჯიშო ტესტები
    • თემა IV. ფირმა და მეწარმეობა. ეროვნული შემოსავლის განაწილება
      • თავი 1. წარმოების ისტორიული ფორმები
      • თავი 2. ფირმა. ფირმის თეორია
      • თავი 3. მეწარმეობა (ბიზნესი)
      • თავი 4. საწარმოო ფუნქცია და ეროვნული შემოსავლის განაწილება
      • თავი 5. ფირმის (საწარმოო) ხარჯები და მისი ეფექტიანი მასშტაბის განსაზღვრა
      • დამატებითი კითხვის მასალა
      • კითხვები და სასწავლო დავალებები
      • სავარჯიშო ტესტები
    • თემა V. კონკურენციის სრულყოფილება და არასრულყოფილება
      • თავი 1. სრულყოფილი (თავისუფალი) კონკურენციის ბაზრის ფუნქციონირება
      • თავი 2. კონკურენციის არასრულყოფილება — მონოპოლიზმი
      • თავი 3. კონკურენციის არასრულყოფილება — მონოპოლისტური კონკურენცია
      • კითხვები და სასწავლო დავალებები
      • სავარჯიშო ტესტები
    • თემა VI. წარმოების ფაქტორების ბაზარი
      • თავი 1. წარმოების ფაქტორების ბაზრის საერთო დახასიათება
      • თავი 2. შრომის ბაზრის ანალიზი
      • თავი 3. კაპიტალის ბაზრის ანალიზი
      • თავი 4. მიწის ბაზრის ანალიზი
      • კითხვები და სასწავლო დავალებები
      • სავარჯიშო ტესტები
    • თემა VII. ეკონომიკის ორგანიზაციის ალტერნატიულობა: საბაზრო ეკონომიკა და გეგმიანი ეკონომიკა
      • თავი 1. ეკონომიკის ორგანიზაციის პრობლემები
      • თავი 2. ბაზარი როგორც კაცობრიობის კოლექტიური ეკონომიკური გონება
      • თავი 3. ბაზრის ნაკლოვანებები და მათი გადალახვის საჭიროება
      • თავი 4. გეგმიანი ეკონომიკა და დაგეგმვის იდეა
      • თავი 5. შერეული ეკონომიკა როგორც თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის რეალობა
      • კითხვები და სასწავლო დავალებები
      • სავარჯიშო ტესტები
    • ნაწილი II. მაკროეკონომიკა
      • თემა I. მაკროეკონომიკის საგანი. მაკროეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები
        • თავი 1 . მაკროეკონომიკის საგანი
        • თავი 2. მაკროეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები და მათი გაზომვა
        • კითხვები და სასწავლო დავალებები
        • სავარჯიშო ტესტები
      • თემა II. ერთობლივი ეროვნული პროდუქტის (მთლიანი შინა პროდუქტის) წარმოება, გამოყენება და განაწილება
        • თავი 1. საქონლის და მომსახურების წარმოება ეკონომიკაში
        • თავი 2. ერთობლივი მოთხოვნა საქონელ-მომსახურებაზე: მშპ-ის გამოყენება მოხმარებაზე – «C»; ინვესტიციაზე – «I» და სახელმწიფო შესყიდვაზე – «G»
        • თავი 3. წონასწორობა საერთო-ეკონომიკურ ბაზარზე და პროცენტის განაკვეთი
        • თავი 4. მოხმარება, დანაზოგი (ინვესტიციები) და ეკონომიკური ზრდა
        • თავი 5. ცოდნა-განათლება და ეკონომიკური ზრდა
        • თავი 6. საზოგადოებრივი მენტალიტეტი და ეკონომიკური ზრდა
        • თავი 7. ეროვნული შემოსავლის განაწილება
        • დამატებითი კითხვის მასალა
        • კითხვები და სასწავლო დავალებები
        • სავარჯიშო ტესტები
      • თემა III საბაზრო ეკონომიკა და სახელმწიფო
        • შესავალი
        • თავი 1. კონკურენცია როგორც «ბაზრის სული»
        • თავი 2. ბაზრის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს გარკვეული ჩარევის აუცილებლობა
        • თავი 3. სახელმწიფოს ფუნქციები ეკონომიკაში და მასში ჩარევის ინტენსივობა
        • თავი 4. ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის ინტენსივობის გაზომვა. საგადასახადო ტვირთი
        • თავი 5. სახელმწიფო ფინანსები როგორც სახელმწიფო ფუნქციების შესრულების რესურსული უზრუნველყოფა
        • კითხვები და სასწავლო დავალებები
        • სავარჯიშო ტესტები
      • თემა IV. ბუნებრივი უმუშევრობა და მისი მიზეზები
        • თავი 1. უმუშევრობის ბუნებრივი დონე და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები
        • თავი 2. ფრიქციული უმუშევრობა
        • თავი 3. ლოდინის უმუშევრობა
        • თავი 4. უმუშევრობის სპეციფიკური მაჩვენებლები
        • კითხვები და სასწავლო დავალებები
        • სავარჯიშო ტესტები
      • თემა v. ფული და ინფლაცია. საბანკო საქმე
        • თავი 1 . ფული როგორც «ბაზრის ენა». საფინანსო ბაზრები
        • თავი 2. ფულის რაობა, ფულის ფუნქციები
        • თავი 3. ფულის მოცულობის გაზომვისა და შეზღუდვა-რეგულირების აუცილებლობა
        • თავი 4 . ინფლაცია და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები
        • თავი 5 . ფულის მიმოქცევის სტაბილიზაცია
        • თავი 6. სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკა (კეინსელების და მონეტარისტების მიდგომა)
        • თავი 7. საბანკო საქმე
        • დამატებითი კითხვის მასალა
        • კითხვები და სასწავლო დავალებები
        • სავარჯიშო ტესტები
      • თემა VI. მაკროეკონომიკური წონასწორობა და ეკონომიკური პოლიტიკა (კეინსის მოდელი)
        • თავი 1. მაკროეკონომიკური წონასწორობა როგორც ერთობლივი მოთხოვნის და ერთობლივი მიწოდების იგივეობა (ტოლობა)
        • თავი 2. ციკლური უმუშევრობა და ინფლაცია. ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანები
        • თავი 3. სახელმწიფოებრივი უკუქმედება კონიუნქტურის კრიზისული (ციკლური) ცვალებადობისადმი
        • თავი 4. კეინსური ანალიზის გადაუწყვეტელი პრობლემები
        • დამატებითი კითხვის მასალა
        • კითხვები და სასწავლო დავალებები
        • სავარჯიშო ტესტები
      • თემა VII. ღია ეკონომიკა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები
        • თავი 1. შრომის საერთაშორისო დანაწილება და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები
        • თავი 2. საერთაშორისო (საგარეო) ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი ფორმები
        • თავი 3. ვალუტა და ვალუტის კურსი
        • თავი 4. საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ბალანსი
        • თავი 5. საგარეო- ეკონომიკური ურთიერთობების შედეგების გაუმჯობესების გზები
        • თავი 6. საგარეო ურთიერთობების როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში
        • დამატებითი კითხვის მასალა
        • კითხვები და სასწავლო დავალებები
        • სავარჯიშო ტესტები
      • ტესტების პასუხები
      • სახელმძღვანელოს მომზადებისას გამოყენებული ძირითადი ლიტერატურა
      • სქოლიო