კალათა

დეტალურად

გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს

სუზანა კეისენი

გამომცემლობა გამომცემლობა წიგნები ბათუმში

მთარგმნელი სალომე ბენიძე

რომანი

თარგმანი ინგლისურიდან

სუზანა კეისენს ფსიქიური აშლილობის დიაგნოზს დაუსვამენ და გოგონა აღმოჩნდება დახურულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. კეისენი სამკურნალოდ ნებაყოფლობით წავა, თუმცა ფსიქიატრიულის დატოვება უკვე მის ნებაზე აღარ არის დამოკიდებული. იქ გაიცნობს სოციოპათ ლისა როუს, რომელიც უკვე რვა წელია, ამავე დაწესებულების პაციენტია და მუდმივად გაქცევას ცდილობს... – ალბათ, ყველას გვაქვს კითხვები ჩვენს ცხოვრებასთან. ალბათ, ყველას გვაქვს შიშები, რომელთათვისაც თვალის გასწორება არ გვინდა. ალბათ, ყველას გვიფიქრია, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, თუკი საკუთარ თავს ხელს გავუშვებდით და უფლებას მივცემდით, გონების ყველაზე ბნელ კუნჭულებში ჩაეღწია. სუზანა კეისენის „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სწორედ ის წიგნია, რომელიც მკითხველს ყველა გასაქცევ გზას უჭრის და სიმართლეს მშვიდი, სასტიკი ტონით უყვება. აქ ჩვენი ალტერნატიული ცხოვრებაა, ყველა იმ ადამიანის, ვისაც ოდესმე მაინც უფიქრია, რომ ის, რაც მის თავს ხდება, შეიძლება, სულაც არ იყოს სხვების რეალობაც. „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სასოწარკვეთის, გადარჩენის, საკუთარი თავისგან გასვლისა და დაბრუნების, და ყველაზე უცნაური მეგობრობის ნამდვილი ამბავია, ამბავი, რომელსაც სხვა წიგნის ფურცლებზე ვერ ამოიკითხავთ.
  • პარალელური სამყაროს ტოპოგრაფიისკენ
  • ტაქსი
  • დაავადების წარმომავლობა
  • ცეცხლი
  • თავისუფლება
  • სიცოცხლის საიდუმლო
  • პოლიტიკა
  • აქ რომ ცხოვრობდე, უკვე სახლში იქნებოდი
  • ჩემი თვითმკვლელობა
  • ელემენტარული ტოპოგრაფია
  • გამოყენებითი ტოპოგრაფია
  • შესავალი ნაყინისთვის
  • ნაყინი
  • შემოწმება
  • მჭრელები
  • მეორე ლიზა
  • შამათი
  • მაკლინის საავადმყოფო. M3.
  • აქტიურობა vs უძრაობა
  • გისოსი
  • მცველები
  • ათას ცხრაას სამოცდარვა
  • შიშველი ძვლები
  • დენტალური ჯანმრთელობა
  • კალე ჩემს გულში ცხოვრობს
  • სინამდვილის აჩრდილი
  • სტიგმატოგრაფია
  • დენტალური ჯანმრთელობის ახალი საზღვრები
  • მომავლის ტოპოგრაფია
  • გონება vs ტვინი
  • მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა
  • ჩემი დიაგნოზი
  • წინ იარე, გზა განაგრძე, მუდამ ჩემ გვერდით იქნები
  • გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს