„ზეციური ცეცხლის ქალაქი“ კასანდრა კლერის „სასიკვდილო იარაღების“ სერიის დამაგვირგვინებელი წიგნია. სებასტიან მორგენშტერნი ლანდმონადირეებზე შურისძიებას აღარ სჯერდება – მას მთელი სამყაროს განადგურება სურს. მდგომარეობა გამოუვალი ჩანს – ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებაც მტრის წინააღმდეგ შეიძლება, ჯეისის სხეულშია ჩაკეტილი და მისი გამოხმობა არც რკინის დებმა, არც მდუმარე ძმებმა არ იციან. სერიის ფინალური წიგნი ამავე დროს ყველაზე ჩახლართული, დაძაბული და მოვლენებით დატვირთულიცაა, სადაც კლერის, ჯეისსა და მათ მეგობრებთან ერთად თქვენს ხელშიც იქნება სამყაროს გადარჩენა თუ დაღუპვა.
- პროლოგი − სისხლის თქეში
- ნაწილი პირველი − ცეცხლის აგზნება
- 1. მათი ხვედრი თასიდან
- 2. გამაგრდი ან დაეცი
- 3. ჩიტები მთაზე
- 4. ოქროზე მუქი
- 5. შურისგების საწყაული
- 6. ტყვიის ძმა და რკინის და
- 7. ღამეული შეტაკება
- 8. ნარჩენების ძალა
- 9. აბჯარი, რომელსაც ატარებ
- 10. ეს ძალადობრივი სიამოვნებანი
- 11. საუკეთესო დაკარგულია
- 12. ოფიციალური კოშმარი
- 13. კეთილი განზრახვებით
- ნაწილი მეორე − სამყარო თავდაყირა
- 14. გონების მიძინება
- 15. გოგირდი და მარილი
- 16. მიწიერი საშინელებანი
- 17. აღსავლენის წესი
- 18. ბაბილონის მდინარეებთან
- 19. მდუმარე მიწაზე
- 20. მტვერში მხოხავნი
- 21. სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი
- 22. ჩვენი მამების ფერფლი
- 23. იუდას ამბორი
- 24. ამას მშვიდობას უწოდებენ
- ეპილოგი − ათასობით ვარსკვლავის მშვენიერება
- სქოლიო