კალათა

დეტალურად

ბრენდონ სანდერსონის „ნისლქმნილის“ ტრილოგია, რომელიც დამსახურებულად მიიჩნევა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ფენტეზის ჟანრში, სრულიად ახალ, ლითონების მაგიას გაგაცნობთ. „უკანასკნელი იმპერია“ ტრილოგიის პირველი წიგნია. რა მოხდებოდა, თუ გმირი, რომელიც სამყაროს მხსნელად უნდა მოვლენოდა, დამარცხდებოდა? რა მოხდებოდა, თუ ბოროტი სძლევდა კეთილს? სამყაროში, სადაც ტირანად ქცეული გმირი იმპერატორია, ციდან ფერფლი ცვივა და ღამეს ნისლი მბრძანებლობს, ქვეყნიერების ბედი თავზე ხელაღებული ქურდისა და მისი ახალბედა მოწაფის ხელში აღმოჩნდება − მათ უნდა სძლიონ უკანასკნელ იმპერიას... თუ თავს ფენტეზის მკითხველად მიიჩნევთ, „ნისლქმნილის“ სერია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ამავდროულად, პერსონაჟთა თავისებურებები და მისწრაფება ამა თუ იმ საქმისკენ, ასევე ავტორის ოსტატური ენა იდეალურია მათთვის, ვინც ფენტეზის ჟანრს კარგად არ იცნობს, მაგრამ მის გასაცნობად პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს. თხრობა იმდენად თანმიმდევრული და საინტერესოა, რომ ნაწარმოებისთვის თვალის მოწყვეტა ფაქტობრივად შეუძლებელია.
  • სამადლობელი
  • უკანასკნელი იმპერია
  • პროლოგი
  • პირველი ნაწილი − ჰათსინს გადარჩენილი
  • მეორე ნაწილი − მოჯანყენი ფერფლის ცის ქვეშ
  • ნაწილი მესამე − სისხლისფერი მზის შვილები
  • მეოთხე ნაწილი − მოცეკვავენი ნისლის ზღვაში
  • მეხუთე ნაწილი − დავიწყებულ სამყაროთა მორწმუნენი
  • ეპილოგი