კალათა

დეტალურად

1978 წლის ზაფხულში გრუ-ს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შვეიცარიის რეზიდენტურის თანამშრომელმა ვლადიმირ რეზუნმა პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ინგლისის საელჩოს, რამდენიმე წლის შემდეგ კი დასავლეთში, ფსევდონიმით ვიკტორ სუვოროვი, ერთიმეორის მიყოლებით გამოვიდა მისი წიგნები საბჭოთა სინამდვილეზე. ერთნი მას დღემდე სამშობლოს მოღალატეს უწოდებენ, მეორენი ნიჭიერ მწერალს, რომელმაც შეულამაზებლად დაანახვა მკითხველს, რა ხდებოდა საბჭოთა არმიასა და დაზვერვაში. ვისი თვალსაზრისია სწორი, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა წიგნებმა დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების ცნობიერებაზე. საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში უამრავი „აკვარიუმი“ არსებობდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი და ყველაზე გასაიდუმლოებული უწყება სწორედ გრუ იყო, უწყება, რომელიც ადამიანთა ბედს იმგვარად განაგებდა, როგორც ხელისუფლების სათავეში მდგომ, ძალაუფლებისგან გაზულუქებულ, ლამის ურჩხულებად ქცეულ პარტიულ ფუნქციონერებს სურდათ. „აკვარიუმი“ არის ამბავი ადამიანისა, რომელმაც ამ ჯოჯოხეთური და არაადამიანური სისტემის ყველა წრე გაიარა და სასწაულებრივად მოახერხა თავის დაღწევა.
  • წინასიტყვაობის ნაცვლად
  • პროლოგი
  • თავი პირველი
  • თავი მეორე
  • თავი მესამე
  • თავი მეოთხე
  • თავი მეხუთე
  • თავი მეექვსე
  • თავი მეშვიდე
  • თავი მერვე
  • თავი მეცხრე
  • თავი მეათე
  • თავი მეთერთმეტე
  • თავი მეთორმეტე
  • თავი მეცამეტე
  • თავი მეთოთხმეტე
  • თავი მეთხუთმეტე
  • თავი მეთექვსმეტე
  • თავი მეჩვიდმეტე
  • თავი მეთვრამეტე
  • თავი მეცხრამეტე
  • თავი მეოცე
  • თავი ოცდამეერთე
  • თავი ოცდამეორე
  • თავი ოცდამესამე
  • თავი ოცდამეოთხე
  • თავი ოცდამეხუთე
  • თავი ოცდამეექვსე
  • ეპილოგი
  • სქოლიო