კალათა

დეტალურად

პარტიკ როტფუსის „მეფის მკვლელის ქრონიკის“ მეორე წიგნის, „ბრძენკაცის შიშის“ დასასრული სწორედ იმ ამბის დასაწყისია, რომელიც სერიის დასკვნითი ნაწილის კარიბჭეებს გაგვიხსნის. – ბინდისფერი ზმანებიდან დღის სინათლეზე გამოსული, უკიდეგანო მინდორში ამოზრდილი ერთადერთი გიგანტური ხის ჩრდილში მდგომი დედიშობილა ქვო თავის პირად განსაწმენდელს გაივლის. ბინდში დაბრუნებისას ის უკვე აღარც მხოლოდ ტკბილად მომღერალი ედემა რუა და აღარც თავგადასავლების მაძიებელი სტუდენტი. ქვო ნელ-ნელა მამაკაცად იქცევა, იზრდება, მხრებში იშლება, მკლავში ძალა და გულში ალი ემატება. წარსულს ცრემლებით აღარ იხსენებს, მომხდარი უკვე ბოლომდე გამოიგლოვა. მისთვის წარსული იმ წინაპირობადაა ქცეული, რომლითაც საიდუმლოების ამოხსნასა და შურისძიებას, ხელიდან გამსხლტარი ყველა სახელის დამორჩილებას შეძლებს. ქვოს თავგადასავალი სხვა მდინარეების ნაპირებსა და სხვა ენაზე მოლაპარაკეთა მიწებზე გრძელდება. ადგილს ადგილი ცვლის, უკან კი სისხლის გრძელ კვალი რჩება... ქვო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. ფიზიკურად გაძლიერებული წარსულს სამუდამოდ ეთხოვება და იმ გზას ადგება, რომელიც, საბოლოოდ, ფუნდუკ „შარაქვას“ მარადიულ სიჩუმემდე მიიყვანს.
  • თავი სამოცდამეცამეტე − სისხლი და მელანი
  • თავი სამოცდამეთოთხმეტე − ჭორები
  • თავი სამოცდამეთხუთმეტე − მოქმედი პირნი
  • თავი სამოცდამეთექვსმეტე − ნაფოტი
  • თავი სამოცდამეჩვიდმეტე − „საპენიო“
  • თავი სამოცდამეთვრამეტე − სხვა გზა, სხვა ტყე
  • თავი სამოცდამეცხრამეტე − ნიშნები
  • თავი მეოთხმოცე − ინტონაცია
  • თავი ოთხმოცდამეერთე − ეჭვიანი მთვარე
  • თავი ოთხმოცდამეორე − ბარბაროსები
  • თავი ოთხმოცდამესამე − შეზღუდული თვალსაწიერი
  • თავი ოთხმოცდამეოთხე − რუკის კიდე
  • თავი ოთხმოცდამეხუთე − ანტრაქტი – მესერი
  • თავი ოთხმოცდამეექვსე − გატეხილი გზა
  • თავი ოთხმოცდამეშვიდე − ლეთანი
  • თავი ოთხმოცდამერვე − მოსმენა
  • თავი ოთხმოცდამეცხრე − სინათლეს ვკარგავთ
  • თავი ოთხმოცდამეათე − რაზეც სიმღერას შეთხზავენ
  • თავი ოთხმოცდამეთერთმეტე − ალი, ქუხილი, ნამეხარი ხე
  • თავი ოთხმოცდამეთორმეტე − ტაბორლინ დიდებული
  • თავი ოთხმოცდამეცამეტე − დაქირავებული მეომრები
  • თავი ოთხმოცდამეთოთხმეტე − ლოდებსა და ფესვებს შორის
  • თავი ოთხმოცდამეთხუთმეტე − დევნა
  • თავი ოთხმოცდამეთექვსმეტე − თვით მგზნებარება
  • თავი ოთხმოცდამეჩვიდმეტე − სისხლი და მწარე ნაღველი
  • თავი ოთხმოცდამეთვრამეტე − ხოტბა ფელურიანისა
  • თავი ოთხმოცდამეცხრამეტე − სულ სხვანაირი მაგია
  • თავი მეასე − შაედი
  • თავი ას მეერთე − ხელის გაწვდენაზე
  • თავი ას მეორე − მარად მოარული მთვარე
  • თავი ას მესამე − გაკვეთილები
  • თავი ას მეოთხე − ქთეი
  • თავი ას მეხუთე − ანტრაქტი – ოდნავი სიტკბო
  • თავი ას მეექვსე − დაბრუნება
  • თავი ას მეშვიდე − ცეცხლი
  • თავი ას მერვე − სწრაფი
  • თავი ას მეცხრე − ბარბაროსები და შეშლილები
  • თავი ას მეათე − სილამაზე და ტოტი
  • თავი ას მეთერთმეტე − მატყუარა და ქურდი
  • თავი ას მეთორმეტე − ურო
  • თავი ას მეცამეტე − ბარბაროსის ენა
  • თავი ას მეთოთხმეტე − ერთადერთი მახვილი ისარი
  • თავი ას მეთხუთმეტე − ქვა და შტორმი
  • თავი ას მეთექვსმეტე − სიმაღლე
  • თავი ას მეჩვიდმეტე − ბარბაროსთა ფლიდობა
  • თავი ას მეთვრამეტე − დანიშნულება
  • თავი ას მეცხრამეტე − მტევანი
  • თავი ას მეოცე − სიკეთე
  • თავი ას ოცდამეერთე − როცა სიტყვები მარცხდებიან
  • თავი ას ოცდამეორე − წასვლა
  • თავი ას ოცდამესამე − ბზრიალა ფოთოლი
  • თავი ას ოცდამეოთხე − საიდუმლოება და დაფარული ცოდნა
  • თავი ას ოცდამეხუთე − ცეზურა
  • თავი ას ოცდამეექვსე − პირველი ქვა
  • თავი ას ოცდამეშვიდე − ბრაზი
  • თავი ას ოცდამერვე − სახელები
  • თავი ას ოცდამეცხრე − ანტრაქტი – ჩურჩულის გრგვინვა
  • თავი ას ოცდამეათე − ღვინო და წყალი
  • თავი ას ოცდამეთერთმეტე − სიშავე მთვარის შუქზე
  • თავი ას ოცდამეთორმეტე − გაწყვეტილი წრე
  • თავი ას ოცდამეცამეტე − ზმანება
  • თავი ას ოცდამეთოთხმეტე − გზა ლევინშირისკენ
  • თავი ას ოცდამეთხუთმეტე − შინ დაბრუნება
  • თავი ას ოცდამეთექვსმეტე − ანტრაქტი – დავიწყებასთან ახლოს
  • თავი ას ოცდამეჩვიდმეტე − კითხვები
  • თავი ას ოცდამეთვრამეტე − წერილები
  • თავი ას ოცდამეცხრამეტე − ლოქლესი
  • თავი ას მეორმოცე − მხოლოდ გასამრჯელო
  • თავი ას ორმოცდამეერთე − გზა შინისკენ
  • თავი ას ორმოცდამეორე − შინ
  • თავი ას ორმოცდამესამე − უსისხლო
  • თავი ას ორმოცდამეოთხე − ხმალი და შაედი
  • თავი ას ორმოცდამეხუთე − ისტორიები
  • თავი ას ორმოცდამეექვსე − წარუმატებლობანი
  • თავი ას ორმოცდამეშვიდე − ვალები
  • თავი ას ორმოცდამერვე − ქვათა მონათხრობი
  • თავი ას ორმოცდამეცხრე − დაბმა
  • თავი ას ორმოცდამეათე − უგუნურება
  • ას ორმოცდამეთერთმეტე − საკეტები
  • თავი ას ორმოცდამეთორმეტე − ანწლი
  • ეპილოგი − სამმაგი სიჩუმე