კალათა

დეტალურად

გაიცანით რობი, სპიდი, ნესტორი, ქიუთი, დეივი, ჰერბი და ბრეინი. ისინი გონიერები, საქმიანები და მეტ-ნაკლებად მოხდენილები არიან, რადგან მეტალის უხეშ კონსტრუქციასა და მიკროსქემების აბლაბუდას წარმოადგენენ. თუმცა მათი პოზიტრონული ტვინი უნიკალური ქმნილება, კაცობრიობის უმაღლესი მიღწევაა... – აიზეკ აზიმოვის კლასიკური კრებული „მე, რობოტი“ ქართულად მეორედ გამოდის, თუმცა, ამჯერად, კრებული არა მხოლოდ საბჭოთა ცენზურისგანაა დაცლილი, არამედ შევსებულია მოთხრობით, რომელიც ამავე ცენზურით იყო აკრძალული და მთელი კრებულის ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტს წარმოადგენს. წიგნში აღწერილი მოვლენები ჩვენს ეპოქაში, 2000-იანების დასაწყისში ვითარდება. ამრიგად მკითხველი სწორედ იმ რეალობას ეცნობა, რომელიც, შესაძლოა, დღეს გვქონოდა და საკუთარი თვალით ენახა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რობოტის ადამიანისგან გარჩევა შეუძლებელია, ან მაშინ, როდესაც ისინი სამყაროს მართვას იწყებენ.
  • რობი
  • წრეზე
  • ლოგიკა
  • ბოცვერზე ნადირობა
  • მატყუარა!
  • პატარა დაკარგული რობოტი
  • გარღვევა
  • სამხილი
  • არიდებული კონფლიქტი
  • სქოლიო