მირჩა ელიადე, რუმინელი სწავლული და მწერალი (1907-1986) – გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერება რელიგიის შესახებ ორ პერიოდად იყოფა: მირჩა ელიადემდე და მირჩა ელიადეს შემდეგ. დღეს წარმოუდგენელია ჰუმანიტარული დარგის მკვლევარი ან, უბრალოდ, განათლებული ადამიანი, რომელიც არ იყოს გაცნობილი მირჩა ელიადეს ნაშრომებს ან არ სმენოდეს მისი სახელი. ყველა მის ნაშრომში ჩანს მწერლის, სიტყვის ოსტატის ხელი; სტილი ნათელია და გამჭვირვალე, არ არის დამძიმებული მოდური ტერმინოლოგიით, რაც არცთუ იშვიათად ახასიათებს ამ სფეროში დაწერილ ნაშრომებს. ფართოა მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ასპარეზი (რუმინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, იაპონია, ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატები) და შემოქმედებით ინტერესთა დიაპაზონი: მითოლოგია, კულტურის ფილოსოფია, ანთროპოლოგია, რელიგიათმცოდნეობა (რელიგიის ფენომენოლოგია), რელიგიების ისტორია, ეთნოლოგია – თითოეულ ამ სფეროში მან ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა. როგორც წინამდებარე წიგნიდან ჩანს, თავის კვლევებში იგი არ შემოიფარგლებოდა ოდენ თეორიული ინტერესებით. თუნდაც ისეთი სფერო, როგორიც არის მითოსი, მისთვის არ ყოფილა წარსულის უსიცოცხლო გადმონაშთი. იგი მწერლის თვალით აკვირდებოდა და განჭვრეტდა მის მიმართ ნოსტალგიურ რეციდივებს თანამედროვე ადამიანში.
- წინათქმა
- შესავალი
- I თავი. არქეტიპები და განმეორებადობა
- პრობლემა
- „ცენტრის“ სიმბოლური მნიშვნელობა
- კოსმოგონიის განმეორება
- რიტუალების ღვთაებრივი მოდელები
- „პროფანული“ მოღვაწეობის არქეტიპები
- მითები და ისტორია
- II თავი. დროის რეგენერაცია
- „წელიწადი“, ახალი წელი, კოსმოგონია
- შესაქმის პერიოდულობა
- დროის უწყვეტი რეგენერაცია
- III თავი. „უიღბლობა“ და „ისტორია“
- სატანჯველის „დასაშვები ნორმები“
- ისტორია როგორც თეოფანია
- კოსმიური ციკლები და ისტორია
- ბედისწერა და ისტორია
- IV თავი. „ისტორიის ტერორი“
- „მარადიული დაბრუნების“ მითის გამძლეობა
- ისტორიციზმის სირთულეები
- თავისუფლება და ისტორია
- უიმედობა თუ რწმენა
- სქოლიო