კალათა

დეტალურად

ქართულ ენაზე პირველად გაეცნობით იტალიელი კლასიკოსი მწერლის გაბრიელე დ’ანუნციოს შემოქმედებას, რომლითაც იწყება მე-20 საუკუნის თანამედროვე იტალიური ლიტერატურა და იტალიური დეკადენტიზმი. რომანის მთავარი გმირი ანდრეა სპერელი დახვეწილი ესთეტი, ხელოვანი და არისტოკრატთა გვარის უკანასკნელი შთამომავალია. მასში განუწყვეტელი ჭიდილია ურთიერთსაპირისპირო გრძნობებსა და აზრებს შორის. მისი დაუკმაყოფილებელი სული შვებას ხელოვნებაში, მშვენიერების შექმნაში პოულობს, თუმცა, როდესაც რომში მორალური ღირებულებებისგან დაცლილ, ჰედონიზმით შეპყრობილ, კრიზისში მყოფ მაღალი საზოგადოების ცხოვრების წესს უბრუნდება, უნებურად „ერთი ნახტომით კვლავ ჩაყვინთავს განცხრომაში“. ხორციელი ვნებით თავგზააბნეული სპერელი წრფელ სიყვარულს გაქვავებულ გულს და არტისტული მჭევრმეტყველებით შენიღბულ, სიყალბით აღსავსე სულს ახვედრებს, რის გამოც სულისშემძვრელია ფინალი – ყოველივე არარაობაში ინთქმება. მგზნებარე შინაგანი ვნებით დამუხტული ცხოვრება მდორედ მიედინება. მერე სიმხურვალე სულ უფრო მატულობს და პიკს აღწევს, ფეთქდება და ყოველივე განიბნევა. მწერალი არ უარყოფს, რომ ანდრეა სპერელი მისი პროტოტიპია. „ტკბობა“ პოეტ გაბრიელე დ’ანუნციოს პირველი პროზაული ნაწარმოებია და მისი ერთგვარი აღსარებაც.
  • გამომცემლობისგან
  • პირველი ნაწილი
    • 1 თავი
    • 2 თავი
    • 3 თავი
    • 4 თავი
    • 5 თავი
  • მეორე ნაწილი
    • 1 თავი
    • 2 თავი
    • 3 თავი
    • 4 თავი
  • მესამე ნაწილი
    • 1 თავი
    • 2 თავი
    • 3 თავი
    • 4 თავი
  • მეოთხე ნაწილი
    • 1 თავი
    • 2 თავი
    • 3 თავი
  • ვინ იყო გაბრიელე დ'ანუნციო?
  • სქოლიო