2002 წელს მოეწყო ირაკლი კაკაბაძის ნაშრომის – სიყვარულის დოქტრინის პირველი განხილვა ფართო საზოგადოების წინაშე. ამ საზოგადოებრივ-მეცნიერულ დებატებში ბევრმა საინტერესო პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა ნაშრომის წარდგენისას და მას შემდეგაც. ცხადია, იყო და არის მოსაზრება, რომ სიყვარულის ინსტიტუციონალიზაცია საზოგადოებრივ დონეზე თომას მორის სტილის უტოპიური აზროვნებაა. და ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება. თუმცა ბევრ თანამედროვე მოაზროვნეს მიაჩნია, რომ სიყვარულის ინსტიტუციონალიზაციაა სწორედ დღევანდელი კაცობრიობის ერთადერთი საშველი. ამ წიგნში, გარდა სიყვარულის დოქტრინისა, ირაკლი კაკაბაძის მიერ ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ პრესაში გამოქვეყნებული წერილებია შესული, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაერთ მტკივნეულ და აქტუალურ საკითხს ეხება.
- სიყვარულის დოქტრინა
- მრავალხმოვანების პარადიგმა რასიზმის წინააღმდეგ
- ჩვენი სამგროშიანი ოპერა
- ნეოკოლონიალიზმი საქართველოში ანუ რატომ ებრძვიან მართლმადიდებლობას?!
- ფრანც ფანონი, პონტეკორვო და ლიბერალური იმპერიალიზმი
- Hal-ი ანუ „ავეჯად ქცეული“ ადამიანი
- მედეას რეაბილიტაციის პროექტი ანუ ჩემი ფემინოცენტრული ჰერმანევტიკა
- ჩემი ორიენტ-აზია
- სეკულარული აზროვნების კრიზისი
- ჰუმანიზმი თუ ლიბერალიზმი?!.
- „ეშმაკნი“, „შეპყრობილნი“, ეკლესია და ჩვენ
- ტრანსფორმაციის მოლოდინში
- მრავალხმოვანი ხედვა, როგორც გამოსავალი დღევანდელი სიტუაციიდან
- ქართველი მაკბეტის ტრაგედია
- Avanti Popolo − საქართველოში პროგრესული მოძრაობის კონტურები
- კრემლის ვნებები
- „მრავალჟამიერი“ – ქართული ფილოსოფიის საფუძველი
- ნეოლიბერალიზმი, ნეობოლშევიზმი და ჩვენ
- ლიბერალები და სოციალური სამართლიანობა
- ფროიდი და კოკაინი
- გაუგებარი ტრაგედია, პოსტმოდერნული ტერორი და იდენტობის პოლიტიკა
- კაპიტალიზმის ნამდვილი სახე
- პირდაპირ უოლ სტრიტიდან: ნეოლიბერალიზმის ახალი კრიზისი
- ეთნოშოვინიზმის წინააღმდეგ
- ბურჟუა ცნობიერება − ახალი პარადიგმა XXI საუკუნის ცხოვრებაში
- ბრეხტის რევოლუცია საქართველოში