უილიამ შექსპირის სონეტების ქართულ თარგმანებს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გაეცნო ქართველი მკითხველი, როდესაც გამოქვეყნდა გივი გაჩეჩილაძის შესანიშნავი თარგმანები სონეტებისა და ეს თარგმანები დღემდე არის და მომავალშიც იქნება მკითხველთა დიდი ინტერესის საგანი; მეორე სრული თარგმანი სონეტებისა შესრულდა ბატონი რეზო თაბუკაშვილის მიერ და 60-იანი წლებში მიიღო ქართველმა მკითხველმა და მის უბადლო თარგმანებს წილად ხვდა დიდი პოპულარობა. ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ შესრულებული სრული თარგმანი არის რიგით მესამე (ითარგმნა 1997-2007 წლებში, ერთი ნაწილი ამ თარგმანებისა, 60 სონეტი, გამოიცა 2004 წელს).