დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბით“ მთავარი კონცეპტის გარშემო ტრიალებს – ეს არის გემო, მახსოვრობა და ლიტერატურა. ავტობიოგრაფიული მომენტები, ისტორიული პროზა, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კულინარიული შეფერილობა, სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა, ლიტერატურული კრიტიკა, ლინგვისტური ძიებები შეზავებულია კულინარიულ რეცეპტებთან, რომელთაგანაც ბევრი საუკუნეების წიაღში ჩაკარგულია და ხელახალ წაკითხვასა და მომზადებას საჭიროებს. წიგნის ძალიან საინტერესო ნაწილს შეადგენს ძველი, დიალექტური ტექსტებიდან და ექსპედიციების მასალებიდან ამოკრებილი დავიწყებული ქართული კერძების რეცეპტები, ქართული ენის ძალიან საინტერესო ლინგვისტური მასალა და ზეპირი მთქმელების, ჩვეულებრივი ადამიანების გულში ჩამწვდომი ისტორიები. მოკლედ, ამ წიგნში ყველაფერია – ზუსტი რეცეპტები, წიგნის წაკითხვისა და დამახსოვრების რეცეპტები, საბავშვო კულინარია თუ საბავშვო წიგნები, მოგონებები, მოგზაურობა, ლინგვისტური წიაღსვლები, ზეპირი ისტორიები, მსოფლიო და ქართული ლიტერატურა, ცნობილ წიგნებში გამოყენებული გასტრონომიული ფანტაზიები, ცნობილი კულინარები თუ მწერლები....
- შესავლის ნაცვლად
- შიმშილი
- სკოლა. თაფლაკვერი
- ღვეზელები კომბოსტოთი
- ხევსურეთი
- ფრიდას ფიესტა
- ხამანწკების სუპი
- ყველით ფარშირებული წიწაკა ჩილი
- საზაფხულო დავალება
- ჩვენი ბავშვობის წიგნების გემო
- რეცეპტი 1: პროპელერიანი გუფთები კარლსონისათვის
- რეცეპტი 2: ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
- რეცეპტი 3: ვაშლის პუდინგი დავით კოპერფილდისათვის
- რეცეპტი 4: ჯემიანი ნამცხვარი ჩემი პირადი ზღაპრიდან
- გემოთა თამაშები
- მექსიკური წიწაკა
- წინასწარმეტყველება მურაბით
- დაჭრილი ვაშლის მურაბა ნუშით
- ქიშმიშის მურაბა ნიგვზით
- ჟოლოს მურაბა
- მზარეული ერთ ლუკმად (ჩაძირული გემის ქრონიკები)
- ხავერდის ანგელოზები
- Tarte au citron meringuée
- ყვავილები თქვენს თეფშზე
- ქალთა სახეები მსოფლიო კულინარიაში ანუ იზაბელა ბიტონის ვიქტორიანული ხანა
- ახალი წელი (კადრები)
- დედა
- სამშობლო
- სოფელი
- გიორგი
- პარიზი. მეოცეს დასაწყისი
- შემწვარი კვერცხი ფრენსის პიკაბიას რეცეპტით
- ბოშური გულიაში (4 ულუფა)
- ხახვის სუპი
- კულინარიული სიზმრები
- ორი წიგნი - ორი სამყარო
- ფენომენური ქალი და მისი კულინარია
- მოგზაურობა დაკარგულ საქართველოში
- წინასწარგამოცხადებული სიყვარულის ქრონიკა
- შეჭამანდი (ქართული ენისა და ქართული კულინარიის შემნახველ, უსახელო და დავიწყებულ ქალებს ეძღვნება)
- ახალი წელი გიოსთვის
- ჰომეროსის წვნიანი
- სიტყვა და ხედვა (ჩემი ქმრისა და რამდენიმე ინტერტექსტის შესახებ)
- მეხსიერების გემო (თხრობითი წინადადებების მოკრძალებული ნაღველი)
- ჩემი ხევსურული ფანტაზია (გამოგონილი ისტორია)
- გოგოების ამბავი (ყელზე დამდგარი ლუკმის შესახებ)
- ფოტო ალბომიდან (რეცეპტის გარეშე)
- მშიერი დონ კიხოტი (ის, ვინც ყველაზე გემრიელად აღწერს კერძებს, ის ვინც, ყველაზე მშიერია)