კალათა

დეტალურად

„ევაკუაციის გეგმა“ თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, პრემია „საბას“ ლაურეატ ეკა ქევანიშვილის მორიგი კრებულია. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთგვარი მანიფესტი, ლოზუნგების, ამბოხისა და ბრძოლისკენ მოწოდებების კრებული. ეს არ გახლავთ ლექსები სიყვარულსა და სიცოცხლეზე, ეს გახლავთ ლექსები სიყვარულის აუცილებლობასა და სიცოცხლის უფლებაზე. კრებულს რამდენიმე პერსონაჟი ჰყავს, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები განსხვავებული წინაღობებითა და მათგან განთავისუფლების მეთოდებით, ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით თხრიან და დღითიდღე სულ უფრო აფართოებენ იმ გვირაბს, რომლის ბოლოს გამოჩენილი სინათლეც აძლევს მათ ასე აუცილებელ სიყვარულს, ღირსეული სიცოცხლის უფლებასა და სასოწარკვეთაზე გამარჯვებულ იმედს.
  • მეშახტის ცოლის სიმღერა
  • (არავინ იცის) რატომ მიყვარდა ფაშისტი
  • ღორის თავის საჩივარი
  • სესილის მონათვლა
  • წარმოსახვითი ბაბუის მემორიალური დაფა
  • ბატონო პრემიერო
  • როგორ დავწეროთ სენტიმენტალური ლექსი
  • ჩხუბის ანატომია, მორფოლოგია და სინტაქსიც
  • მურაბების აფეთქება. და თავგადასავალიც
  • მეტროს ხალხის მეშინია
  • დედა, გზავნილი
  • მამაჩემი იკეთებს ოპერაციას
  • გამქრალი სიზმრების ლექსი
  • ერთი ლავსტორი
  • სიმართლე, როგორც იქნა
  • პროფესიის გამო. და ცოტა მსოფლიო სევდებიც
  • მეზობლის სიკვდილი. და სხვა მეზობლებიც
  • ფული ჩვენ არ მიგვატოვებს
  • მოდი, გადავიღოთ სურათი
  • ნიცას უღებენ კარდიოგრამას
  • დასწრების აუცილებლობა
  • გარეთ გასვლა
  • რუკების გამო
  • ოჯახის გაგების გამო
  • დედა-დედაბრისასა
  • სხვისი ცოლების ლექსი
  • დიცი-დვანი. საქართველო
  • უბრალოდ, ასეთია დასასრული
  • ბავშვები იბადებიან
  • გაჩერება, გაზაფხული
  • მე, როცა დედაჩემი მენატრება
  • ცივად და საქმიანად. უსისხლოდ
  • მამიდაჩემი სოფელში ბრუნდება
  • ერთხელ უცხო ქვეყნის მატარებელში ვიტირე
  • ურწმუნოს ლოცვა
  • მეეზოვის ფიქრი დილის 6 საათზე
  • მე, როცა მიყვარდა, მეგონა, დაბალი ვიყავი
  • პატარა ბედნიერები
  • როგორ მინდა
  • ჰარპერ ლი, ყველასი
  • ძველი ყუთი
  • მკვდარ სიყვარულებთან ურთიერთობის წესი
  • მეგობრის მამა ადგა და მოკვდა
  • როგორ მაჩუქეს სარკე
  • სტამბოლი, შიში, დედამიწა
  • რა დასანანია, რომ ვიცი
  • სათაურების სასაფლაოს ლექსი
  • მეშინია შენი, ეკლესიავ
  • ტკბილით მკურნალობის გამო
  • ავად გახდაო მამაშენი
  • გადავიყვარე და, შემრცხვა
  • ავად გახდომა აკრძალულია!
  • ბაღის ჩაცმის ინსტრუქცია
  • ევაკუაციის გეგმა