რის ან როგორ ხსოვნას ინახავენ ადამიანთა „დალეწილი სულები“, ვიდრე მათ უცხო, გარეშე თვალი დააკვირდება? – ეს „მწერლური“ კითხვა ბუნებრივი დასაწყისია დიდი და დრამატული თავგადასავლისა, რომელსაც რომანში წაიკითხავთ. ექიმის (ფსიქოთერაპევტის) და პაციენტის ურთიერთობა, მათი დაძაბული და პროფესიული პასუხისმგებლობით შენიღბული სიახლოვე; საიდუმლო, რომელიც თანაბრად ნაწილდება მკურნალზეც და ავადმყოფზეც; ცხოვრება თავისი შემზარავი ტკივილებით და ბედნიერებით; პერსონაჟები, რომლებსაც ვერ დაყოფ „დადებით“ და „უარყოფით“ გმირებად, რადგან თითოეულში არის რაღაც განუმეორებლად საინტერესო და აუცილებელი, სიცოცხლის ვეებერთელა ტილოს შესაქმნელად – ეს ყველაფერი ჩამთრევი და ლაღი თხრობით, მეტატექსტური ექსპრესიითაა გადმოცემული და რაც ყველაზე მთავარია, ერთხელ წაკითხვის შემდეგ მასთან ხელმეორედ მიბრუნების სურვილს იგრძნობთ – იდუმალების განცდის გასახანგრძლივებლად, უბრალოდ, კარგი წიგნისგან მოგვრილი სიამოვნების გასაბევრებლად.
- თავფურცელი
- პირველი დღე
- მეორე დღე
- მესამე დღე
- მეოთხე დღე
- მეხუთე დღე
- მეექვსე დღე
- მეშვიდე დღე
- მერვე დღე
- მეცხრე დღე
- მეთერთმეტე დღე
- მეთორმეტე დღე
- მეცამეტე დღე