ლიტერატურის ისტორიაში ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მწერალს პირველივე ნაწარმოებით საყოველთაოდ აღიარებენ. ასეთია გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“, რომლის მთავარი გმირი, ფერმერის ქალიშვილი, მონასტერში აღზრდილი ემა რუო, რომანტიკული იდეებით იკვებება და საკუთარი ფანტაზიებით ცხოვრობს – მიისწრაფის „საკუთარი სიმართლის“ განხორციელებისკენ. გათხოვდა რა პროვინციელ უნიჭო ექიმზე, ცოლ-ქმრული ცხოვრება მისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა. თითქოს ბედიც დასცინოდა ემას. რა იყო ეს? რატომ თვლიდა ემა ქმრის ოჯახს მოსაწყენად? რატომ ვერ შეამჩნია ქმარმა, როდესაც იგი პირველივე პროფესიონალ მექალთანეს გადაეყარა? რატომ გააბრუა ემა მისმა ჰაეროვანმა ფრაზებმა? რატომ ჩაეშვა ცხოვრების ჭაობში? რატომ ვერ აიცილა მოსალოდნელი კატასტროფა? რატომ არ მოსწონდა ყალბი გრძნობებითა და ყალბი პოეტურობით შეპყრობილ მადამ ბოვარს გარემომცველი საზოგადოება? რატომ დაასრულა თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით? რა იყო ბოვარის ოჯახის განადგურების მიზეზი? ამ კითხვებზე პასუხებს სტრიქონებს შორის თავად ამოიკითხავთ და ცხოვრების მარადიულ თემებზე დაფიქრდებით.
- ვინ იყო მადამ ბოვარი?
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- ვინ იყო გუსტავ ფლობერი?
- სქოლიო