გრიგოლ რობაქიძის წარმოდგენილი ნაწარმოებები ავტორისათვის საყვარელ ფილოსოფიურ-მითოლოგიურ საკითხებს ეხება: ესენია ე. წ. „სხვაი ჩემის“ თემა და ქალური და მამაკაცური საწყისების ფოლკლორულ-მითოლოგიური პლანი.
მოთხრობა „ენგადი“ პირველად ქართულ ენაზე დაიბეჭდა ქართველ ემიგრანტთა ჟურნალ „ბედი ქართლისაში“, ხოლო გერმანულად1932 წელს გამოიცა ერთ წიგნად აკინძულ სხვა კავკასიურ ნოველებთან ერთად.
დაუმთავრებელი რომანი „ფალესტრა“ 20-იან წლებში იწერებოდა. სამშობლოდან ბოლშევიკების დევნის გამო გადახვეწილ მწერალს ეს რომანი ვეღარ დაუსრულებია. მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა პირველად საქართველოში.
- ყდა
- თავფურცელი
- ფალესტრა
- კამარა პირველი
- კამარა მეორე
- კამარა მესამე
- კამარა მეოთხე
- კამარა მეხუთე
- კამარა მეექვსე
- ენგადი