კალათა

დეტალურად

ტოლსტოი არა მარტო კავკასიის პეიზაჟით იხიბლებოდა, არამედ მდიდარი კულტურის მქონე კავკასიელებითაც. არქივებში იქექებოდა, უნდოდა ზედმიწევნით შეესწავლა კავკასიის ისტორია. ამ წიგნით მწერალმა პროტესტი გამოუცხადა კავკასიის მომაბეზრებელ ომს, რომელიც, ისევე როგორც ყველა ომი დედამიწაზე, ხალხის ზურგზე გადადიოდა. „ყველაფერი, რასაც კავკასია ერქვა, იყოფოდა ორ ნაწილად: ჩვენად და სხვისად“, რას გულისხმობდა მწერალი ამაში? რატომ ანადგურებდნენ რუსები ძვირფას ხეებს? კითხვებზე პასუხები ამ მდიდარ შთაბეჭდილებებზე აგებულ შესანიშნავ წიგნშია, რომელიც ისე ეხმიანება დღევანდელობას, იმდენად რეალისტურია, რომ ჩვენს ცნობისმოყვარე მკითხველს უდავოდ გააოცებს.
  • რა არის ტოლსტოის კავკასია?
  • კაზაკები
  • ჰაჯი-მურატი
  • თარეში
  • ტყის ჩეხა
  • ჩამოქვეითებულნი
  • კავკასიის ტყვე
  • ვინ იყო ლევ ტოლსტოი?
  • სქოლიო