კალათა

დეტალურად

რომანში, ერთმანეთისათვის სრულიად უცნობი, ორი ქალის ისტორიაა აღწერილი, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს საავადმყოფოს პალატაში და ჰყვებიან თავიანთ თავგადასავლებს, სადაც არაფერს მალავენ, თუნდაც ძალიან პირადულს და ინტიმურს. ამ ქალებიდან ერთ-ერთი ჩემი პროტოტიპია, ის ჩემს ისტორიას ჰყვება. მკითხველებს ხშირად მოუმართავთ ჩემთვის, მომეთხრო ჩემი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთები კი ჩემს პერსონაჟებთან მაიგივებდნენ. გადავწყვიტე, მომეთხრო ჩემზე. მაგრამ მარტო ჩემი ცხოვრება მაინცდამაინც საინტერესო არ იქნებოდა მკითხველისათვის, ამიტომ მეორე ქალიც შემოვიყვანე თავისი მხურვალე სიყვარულით და ნაღვლიანი ისტორიით. ამ ქალის ისტორიის პირველ ნაწილში გამოვიყენე ჩემი ძველი მეგობრის სიყვარულის სამწუხარო ამბავი, რომელიც ადრეც აღვწერე ერთ ჩემს ნაწარმოებში და იქაც მხოლოდ პირველ ნაწილში, რადგან ჩემი მეგობრის სიყვარულს გაგრძელება არ ჰქონია. საცოდავი ძალიან ახალგაზრდა, გაუხარელი წავიდა ამ ცხოვრებიდან. პერსონაჟების გარეგნული მსგავსება შემთხვევით არ შემომიტანია, ეს სპეციალურად გავაკეთე. ამით ხაზი გავუსვი იმას, რომ უზომოდ შეყვარებული ქალი, რომელიც სიყვარულისათვის ყველაფერზე მიდის, ჩვეულებრივი ქალია, ყველა ჩვენგანის მსგავსი და ის, რაც მას შეემთხვა, შეიძლებოდა თითოეულ ჩვენგანს შემთხვეოდა, რადგანაც უსაზღვრო სიყვარულის წინაშე ყველა და ყველაფერი უძლურია. ძნელია გაუძლო ცდუნებას სიყვარულისას. ქალის მგზნებარე, მაგრამ უიღბლო სიყვარულის ისტორია, ვფიქრობ გულგრილს არ დატოვებს ჩემს მკითხველს.
  • ავტორისაგან
  • ვერიკო
  • ლია
  • „გული დაღალა ფუჭმა ოცნებამ...“