კალათა

დეტალურად

თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო ის ბოლომდე ინარჩუნებს ეგზოტიკურ სურნელსა და ფერებს. „წვრილმანების ღმერთი“ დასავლურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ გამოცემისთანავე (1997) „ყოველმხრივ გამორჩეულ ლიტერატურულ შედევრად“ აღიარა და მას ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია „ბუკერი“ მიანიჭა. მწერლის სამშობლოში „წვრილმანების ღმერთს“, რომელშიც იუმორით, მაგრამ კრიტიკულადაა წარმოჩენილი ინდოეთი და ტაბუდადებული საკითხები შეუნიღბავადაა აღწერილი, აგრესიულად შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, არუნდატი როი არ კარგავს თავის გავლენას. იგი კვლავაც აქტიურად მონაწილეობს ინდოეთის სოციალურსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის აღიარებული პუბლიცისტი.
  • 1. სამოთხის მწნილები და კომპოტები
  • 2. პაპაჩის ფარვანა
  • 3. დიდი კაცი - ლალტაინი, პატარა კაცი - მომბატი
  • 4. კინოთეატრი აბჰილაში
  • 5. ღვთის ქვეყანა
  • 6. კოჩინის კენგურუები
  • 7. გონების გასავარჯიშებელი რვეულები
  • 8. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, სოფი-მოლ
  • 9. ქალბატონი პილაი, ქალბატონი იპენი, ქალბატონი რაჯაგოპალანი
  • 10. მდინარე ნავში
  • 11. წვრილმანების ღმერთი
  • 12. კოჩუ-ტომბანი
  • 13. პესიმისტი და ოპტიმისტი
  • 14. შრომით იბრძოლე
  • 15. გაღმა ნაპირზე
  • 16. რამდენიმე საათის მერე
  • 17. საპორტო ქალაქ კოჩინის რკინიგზის სადგური
  • 18. ისტორიის სავანე
  • 19. ამუს გადარჩენა
  • 20. მადრასის საფოსტო
  • 21. სიცოცხლის საფასური
  • სქოლიო