„საოცარი ახალი სამყარო“ ამერიკული „უახლესი ბიბლიოთეკის“ მე-20 საუკუნის საუკეთესო რომანების ასეულში მოხვდა. ის სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში აკრძალული იყო. რომანი, რომელიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ორუელის „1984“-ს და „ცხოველების ფერმას“ თუ ბრედბერის „ფარენჰაიტი-451“-ს, რომანი-წინასწარმეტყველება, რომანი-გაფრთხილება – ოლდოს ლეონარდ ჰაქსლის (1894-1963) ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.
რომანმა დროის გამოცდას გაუძლო. თაობების ინტერესი მის მიმართ ოთხმოცი წლის მანძილზე არ განელებულა. დღეს ის გაცილებით უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე – დღევანდელი გლობალიზებული, მასობრივი ცნობიერებისა და პოპ-კულტურის სამყარო ამის ცხადზე უცხადესი დადასტურებაა. „ჩემი მაშინდელი პროგნოზი ექვსასი წლის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. დღეს კი სავსებით შესაძლებლად მეჩვენება, რომ ეს კოშმარი ერთ საუკუნეში დაგვატყდეს თავს“... – ამბობდა ჰაქსლი, რომლის ოცნება იყო სამეცნიერო პროგრესის გამოყენება ადამიანის გასათავისუფლებლად და არა მის დასამონებლად.
- ყდა
- თავფურცელი
- * * *
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე
- თავი მეშვიდე
- თავი მერვე
- თავი მეცხრე
- თავი მეათე
- თავი მეთერთმეტე
- თავი მეთორმეტე
- თავი მეცამეტე
- თავი მეთოთხმეტე
- თავი მეთხუთმეტე
- თავი მეთექვსმეტე
- თავი მეჩვიდმეტე
- თავი მეთვრამეტე
- სქოლიო