კალათა

დეტალურად

„გამამეორე“ – გიორგი ზანგურის პოეტური კრებულია, რომელშიც მკითხველისთვის კარგად ნაცნობმა ლექსებმა მოიყარა თავი. ბევრი მათგანი აქამდე გამოცემულ წიგნებშია დაბეჭდილი, ბევრი კი თავად ავტორისგან მოუსმენიათ, სხვადასხვა დროს და ადგილას გამართულ პოეზიის საღამოებზე. მათი ხელახლა, საერთო კრებულის სახით გამოცემაც სწორედ მკითხველების სიყვარულმა და სურვილმა განაპირობა. პროფესიით მსახიობმა გიორგი ზანგურმა თავისი მსოფლხედვის, განცდისა და მრწამსის გამოსახატად პოეზია აირჩია და ისეთივე თავგანწირვით, პირუთვნელი შემოქმედებითი ემოციით ერთგულებს მას, როგორც სცენას. მისი ლექსები მისივე განხორციელებული თუ განუხორციელებელი როლების, ეტიუდების, რემარკების გაგრძელებებია. წიგნის მნიშვნელოვანი კამერტონია მარტოობაც – პოეტის ყველაზე ბუნებრივი და ექსპრესიული დიალოგი გარე სამყაროსთან, თავის შესაცნობად და სრულყოფისკენ მიმავალ გზებზე სამოგზაუროდ. ახალ კრებულში თქვენ წინაშეა არტისტი, ამ მდგომარეობის ყველაზე თანამედროვე მნიშვნელობით, ვისთვისაც ხელოვნება არა მხოლოდ პირადი არჩევანი, არამედ ცხოვრების წესი და პროფესიული ოსტატობაა.
  • * * * (მარტოხელა კაცები ლოგინს არ ასწორებენ)
  • * * * (არაფერს არ აქვს საწყისი დრო და)
  • რა სურთ ტანებს
  • მიტოვებულებს
  • * * * (ატმის შემოგარენში მარტი შემოიპარა)
  • ბავშვებმა დახუჭეთ თვალები
  • * * * (შემოდგომა ნაცნობი – ფოთლის კაბანაცვალი)
  • * * * (ერთ ბედნიერ დღეში გავცვლი ყველაფერს)
  • * * * (წამოიღე ოთახი, ჩემს ეზოში გავშალოთ)
  • * * * (ამ წვიმას რომ გავცდე, რამდენჯერ ვიტირო?)
  • ედემი – ცარიელი ოთახი
  • * * * (მინდვრის ფერი გასდის კაბას)
  • * * * (ჩემი ლექსი აღარავის ეძღვნება)
  • * * * (ცა ცოლს ცვლის – ცრის)
  • განშორების წინ
  • * * * (შენს ტანში შესულს და მაგ გულნაცემს)
  • პოეტები
  • რჩევა პაემანზე წასვლის წინ
  • * * * (წვიმაში თავისთვის მდგარი ქალი)
  • * * * (შენს ფეხებშორის გავითბობ თითებს)
  • პორტრეტი
  • * * * (არნახული შენ ხარ ჩემგან)
  • ქვა
  • * * * (თუ მოხვალ, ძლიერად ხელები მომხვიე)
  • აურა
  • * * * (სისხლიანი თვალებით და შეშლილი პროფილით)
  • * * * (გალოთდა ოთახი)
  • * * * (ფერადი სულების მეჯლისზე)
  • * * * (როგორ მოგიტაცო ციხესიმაგრიდან?)
  • * * * (განვიმოსები ღრუბლებისგან, მიწისგან, ცისგან)
  • ქალი სკამზე ანუ სკამი ქალით
  • ჩემი ბაიათი
  • * * * (ქარიშხალს ვათხოვე წითელი მანდილი)
  • * * * (არ მჯერა ამ დილის)
  • * * * (დაიმსხვრა გრძნობები, საგნები, ჭიქები)
  • თავხედი
  • * * * (რაც სულმა სევდა დააგროვა სანთლით სავალი)
  • * * * (ლექსი დავკარგე გარღვეული გულის ჯიბიდან)
  • ბატონები
  • დამფრთხალი საყვარელი ლოგინში
  • უმნიშვნელო სიტყვები
  • სოფელი
  • საღამო
  • გამოცანა
  • მუნჯების პაემანზე
  • კვამლის რკალში გახვეული იდეა
  • ნეკი-ნეკისა ძილი ნებისა
  • დოდან სიმდე უდაბნოში
  • წამებული სიჩუმე
  • ცივი ლოგინი
  • მომძებნე
  • სიყვარული მუცლიდან იწყება
  • ტრფობის კომიტეტი
  • კამათელი
  • ფიქრის გორაზე
  • ჯვარცმის დღიდან აღდგომამდე
  • მიმართვა გაბუტულებს
  • მანძილი
  • ტყუპები
  • ძველი სახლის ფარდულში
  • ცოდვილთა კარავი
  • ცამეტი
  • ნეიტრალური ხაზი
  • ნაცემი ბაღები
  • ყვავილების გვირგვინი
  • ჰაერობანა
  • გოგონა ქაღალდის კაბაში
  • ასაკი
  • ჩხრეკის უფლება
  • სევდა
  • ურჩიოთ რამე?
  • პოეტებს
  • არაფერი, ისე, უბრალოდ
  • თბილისს
  • ესპანური კაფე
  • თუთის კენწეროდან
  • სამოთხის ფრესკები
  • ბრძანება
  • გალუმპულ სოფელში
  • ქურდი
  • არაფრის სანაპიროსთან
  • ლოთი ქალაქში
  • სიბერეში გადარჩენილი კოცნა
  • უცნაური ტონი
  • სტროფისტული ტრაქტატი დედამიწას
  • ქალის ეპოქა
  • ჩემს თანადედამიწელებს
  • ერთი მტკაველი მიწა
  • ქალაქი სადაც...
  • * * * (შენსავით კაბას ვერავინ იხდენს)
  • აგონია
  • ყოფნა ყველაფერში
  • შეშლილი მარშალი
  • სულიერი რობოტები
  • S.O.S. დეპეშა
  • ალბომი
  • უძრავი ქალაქი
  • კოსმიური პირამიდა
  • მერის ქორწილში მიწვეული გალაკტიონი
  • (ჩემი) გაზეთის მტრედი
  • სევდის სარდალი
  • * * * (ვნება ტანდატან დადის)
  • * * * (რა ჯობია ამ ღამით)
  • ჩვეულებრივი დღე
  • * * * (იებგამოყრილი მარტი – ვაჟიშვილი)
  • * * * (გამოდი კაბიდან)
  • კრიმინალური ქრონიკა
  • ქალის წელიწადი
  • ჩამტვრეული ვიტრინები
  • * * * (მიტოვებისთვის მზად ვარ, მარტოობისთვის მზად)