ზურაბ კუხიანიძის საინტერესო პოეზია საიმედოდ დამკვიდრდა ქართველი მკითხველის წიგნის თაროზე. მის მრავალრიცხოვან პოეტურ კრებულებს, რომელთა მეშვეობითაც თითქმის ყოველწლიურად შემოქმედებით ანგარიშს აბარებდა პოეტი საზოგადოებას, ყოველთვის ინტერესით ხვდება ხოლმე პოეზიის ჭეშმარიტი მოყვარული.