კალათა

დეტალურად

ქართული მოთხრობა ისეთივე გამოკვეთილი და გამორჩეული ლიტერატურული ფენომენია, როგორიც ქართული პოეზია. ქართული პროზის მიღწევებს უპირატესად განსაკუთრებული ღირებულების მქონე მოთხრობები შეადგენენ. წიგნში განხილული მოთხრობების ნაწილი ცნობილი და აღიარებული ნაწარმოებებია, რაც არ გამორიცხავს მათი ინდივიდუალიზებული წაკითხვის შესაძლებლობას; ნაწილი კი ნაკლებად პოპულარულია და არ არის ისე აქტუალიზებული და დაფასებული, როგორც იმსახურებს. კრებულში გაერთიანებული სტატიები თუ ეტიუდები ეძღვნება მოთხრობებს, რომელთა ავტორები არიან: დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ლეო ქიაჩელი, გიორგი ლეონიძე, ბასილ მელიქიშვილი, შოთა ჩანტლაძე, ნოდარ წულეისკირი, გურამ რჩეულიშვილი, ნოდარ დუმბაძე, გურამ გეგეშიძე, გურამ დოჩანაშვილი.
  • იგავი ეგოიზმის შესახებ
  • ფარული შინასამყარო
  • სულიერებისგან გაუცხოებულები
  • ფანტასმაგორიის სიმართლე
  • ტირანის სახეცვალება
  • გაბრძოლება
  • „ავტორს ასამართლებენ გმირები“
  • „ჰაკი აძბა“
  • აღკვეთილი დემონური ჩანაფიქრი
  • არაცნობიერი
  • მქადაგებელი
  • წნეხქვეშ
  • რწმენის ტრაგიკომედია
  • სიზმრების აჯანყება
  • უარის თქმა მესიის როლზე
  • შეხვედრა შემზარავ კერპთან
  • ნიჰილიზმით მოწამვლა
  • შეუვალი საცავი