კალათა

დეტალურად

თავისებურად წარიმართა რამონ მარია დელ ვალიე-ინკლანის, როგორც პიროვნების, ისე შემოქმედის ბედი. დაიბადა გალისიის პატარა ქალაქ ვილანუოვა დე აროსა-პონტევედროში, კეთილშობილი წარმომავლობის, დიდი კულტურული ტრადიციების ოჯახში, ბრწყინვალე განათლება მიიღო და შემოქმედების გზაც აქედანვე გაიკვლია. „ბოჰემის მნათობები“ გამოცემისთანავე შედევრად აღიარეს და სიურრეალიზმის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად გამოაცხადეს. მალე პიესის მიხედვით ფილმიც შეიქმნა, კრიტიკოსებმა კი ნაწარმოები შეაფასეს, როგორც თეატრის ინტელექტუალიზაციის პირველი მცდელობა. „სონატები“ იმ დროს გამოქვეყნდა, როცა ესპანეთი ღრმა სულიერ კრიზისს განიცდიდა, აპათია, სკეფსისი უკვე საშიშ სახეს იღებდა. სწორედ ამაზე მიანიშნებდა ვალიე-ინკლანი: „დღეს კასტილია ცხოვრობს ისე, რომ მზერა წარსულისკენ აქვს მიპყრობილი, ხოლო როცა სულ წარსულისკენ იმზირები, თანამედროვეობის შეგრძნება ქრება“.
  • სონატები
    • გაზაფხულის სონატა. Sonata de Primavera
    • ზაფხულის სონატა. Sonata de estio
    • შემოდგომის სონატა. Sonata de otono
    • ზამთრის სონატა. Sonata de invierno
  • ბოჰემის მნათობები. LUCES de bohemia
    • პრელუდიის მაგივრად
    • მოქმედი პირები
    • „ესპერპენტო“. თეატრის ინტელექტუალიზაციის მცდელობისათვის
    • სცენა პირველი
    • სცენა მეორე
    • სცენა მესამე
    • სცენა მეოთხე
    • სცენა მეხუთე
    • სცენა მეექვსე
    • სცენა მეშვიდე
    • სცენა მერვე
    • სცენა მეცხრე
    • სცენა მეათე
    • სცენა მეთერთმეტე
    • სცენა მეთორმეტე
    • სცენა მეცამეტე
    • სცენა მეთოთხმეტე
    • სცენა უკანასკნელი
  • „გონების ძილი შობს ურჩხულებს“