კალათა

დეტალურად

რომანი „უნა & სელინჯერი“ ფრედერიკ ბეგბედერის თაყვანისმცემლებს სასიამოვნოდ გააოცებს. ამჯერად თქვენ სრულიად სხვანაირ ბეგბედერს გაიცნობთ, ცინიკოსსა და ირონიულს კი არა, სენტიმენტალურს, გულთბილს, სევდიანს. წიგნი სიყვარულზეა, ბეგბედერის საყვარელი მწერლის, ჯერომ სელინჯერისა და ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატ იუჯინ ო’ნილის ქალიშვილის, უნას სიყვარულზე. ერთმანეთი 1941 წელს გაიცნეს და მათი რომანი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მერე სელინჯერი ომში წავიდა, უნა კი ჩარლი ჩაპლინს გაჰყვა ცოლად. ულამაზესმა გოგონამ უსახელო, დამწყებ მწერალს ხანდაზმული მუნჯი კინოს ვარსკვლავი არჩია, რადგან ის საიმედო დასაყრდენი იყო, მასთან მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება ელოდა, სელინჯერთან კი, ლოდინი — ლოდინი ომის დამთავრებისა, ლოდინი მისი მწერლად ჩამოყალიბებისა. ლოდინი გაუჭირდა, არ მოინდომა... ჩაპლინთან აწმყოც და მომავალიც ცხადი იყო, სელინჯერთან — ბუნდოვანი. მისი „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ ჯერ წინ იყო, წინ იყო ომის საშინელებანი, გულისტკენა უნას დაკარგვის გამო და იმედგაცრუება, წინ იყო სიბერეში განდეგილობა...
  • ეს არ არის გამონაგონი
  • ჯერი, შესავალი
  • I. მანჰეტენური რომანსი
  • II. ნობელიანტის ქალიშვილი
  • III. ცუდად დასრულებული ამბის გულში
  • IV. The toast of cafe society
  • V. ომის მოლოდინში
  • VI. უნა ო’ნილის გახანგრძლივებული დებიუტი
  • VII. მეტისმეტად ახალგაზრდა შენთვის
  • VIII. ყველაზე გრძელი წელიწადი (1944 წლის ივნისი – 1945 წლის აპრილი)
  • IX. სასტუმრო „რიცი“, 1944 წლის 26 აგვისტო
  • X. მებრძოლების პოსტტრავმული სინდრომი
  • XI. 1952-1953: შემობრუნება
  • XII. Oyster Bar, 1980 წლის გაზაფხული
  • შვეიცარიულ-პირენეული ეპილოგი
  • მადლობა
  • ბიბლიოგრაფია
  • სქოლიო