სახალხო მონარქიის იდეოლოგია არის ეროვნული იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი და ქართული სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობა, ხოლო ეროვნული იდეოლოგია და ჭეშმარიტად ქართული სახელმწიფოებრიობა არის ერთადერთი საშუალება საქართველომ სრულად შეასრულოს თავისი მისია თანამედროვე და მომავალ მსოფლიოში. თუ მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ერთ-ერთ წევრად იქნება წარმოდგენილი საქართველოს სამეფო, კაცობრიობა არაფერს წააგებს. ვფიქრობ, ჰუმანური, მორალური და დემოკრატიული თვალსაზრისით იხეირებს კიდეც ადამის მოდგმა ამით.
ქართული მონარქისტული იდეოლოგია უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებისა, მემარჯვენეებისა თუ ლიბერალებისა, ქართველებისა თუ სხვა ეროვნების მოქალაქეებისა, მართლმადიდებლებისა თუ სხვა რელიგიის აღმსარებლებისა, ერთი დიდი და კეთილშობილი მიზნისაკენ, ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის ზნეობრივი, კულტურული, განვითარებული, აყვავებული, ძლიერი, ქართული სახელმწიფოს შექმნისაკენ.
ჩემი აზრით, მომავალში საქართველოში აღდგება მონარქია და დადგინდება ყველაზე თანამედროვე და დემოკრატიული ფორმით – სახალხო მონარქიის სახით.
მეორე გამოცემა (პირველი გამოცემა – 2007წ.)
- ყდა
- თავფურცელი
- წინასიტყვაობა მეორე გამოცემისთვის
- თანამედროვე მონარქიის დადებითი მხარეები
- სჯობს – მეფე! მეფე! ვიძახოთ
- სახალხო მონარქიისათვის
- ინტეგრალური ნაციონალიზმი და არისტოკრატიულობის თეორია
- მეფისათვის საჭიროა მსახურეული ელიტა
- საქართველოს მეფე საპატრიარქოში უნდა აღიზარდოს
- ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს დედოფალი
- „მეფე-მღვდელი“
- საპრეზიდენტო ინსტიტუტი ანაწევრებს, მონარქია – აერთიანებს
- ვის დაუნათესავდნენ და დაუმოყვრდნენ ბაგრატიონები ევროპაში
- ბაგრატიონთა რომელი შტოდან და რა გვარის უნდა იყოს საქართველოს მომავალი მეფე
- საქართველოს საპრეზიდენტო ინსტიტუტი არ გამოადგა
- GO HOME „პრინცებო“!!!
- სამეფო გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევროპულისგან
- გიორგი მესამეს ლეგიტიმიზმის ეშინოდა და ამიტომ დასაჯა დემნა განსაკუთრებული სასჯელით
- ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს სამეფო ღირსება არ დაუკარგავს
- რას ნიშნავს სინამდვილეში „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“ ანუ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები „ვეფხისტყაოსანში“
- უფლის აღთქმა დავითიანთა (იესეან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონთა) გვარისადმი ანუ ძველი და ახალი აღთქმის სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპი
- შეთქმულება ბაგრატიონებისა და საქართველოს წინააღმდეგ
- საქართველოს ერთიანი სამეფოს ტახტის მემკვიდრეების რიგითობა ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოდან
- საქართველოს ტახტის მემკვიდრეობა არ ეკუთვნით
- საჭიროა დინასტიური ქორწინება(ნი)
- წესი და განგება საქართველოს მომავალი მეფის კურთხევისა
- სქოლიო