რომანში მოთხრობილია დედით ობოლი, ნორჩი, ლამაზი ქალიშვილის ცხოვრების ისტორია, მისი სევდის, ტკივილის და სიყვარულის ამბავი. მთელ სამყაროზე დამდურებულ, გულგატეხილ გოგონას განგება მშვენიერ ვაჟთან შეახვედრებს. მაგრამ ბიჭის გული დაკავებულია, უყვარს ქალიშვილი, რომელმაც უარყო, სხვა შეუყვარდა და მას გაჰყვა ცოლად. მიუხედავად ამისა, ვაჟს ვერ წარმოუდგენია, რომ დაივიწყებს საყვარელ ქალიშვილს, გულს გაუხსნის ახალ სიყვარულს და ამის შესახებ ახლადგაცნობილ, დედაზე მგლოვიარე გოგოს მაშინვე ეუბნება. გოგონას კი იმწამსვე ჩაესახება გულში მოხდენილი ვაჟის სიყვარული და მრავალ ცრემლს და ტანჯვას მოუვლენს.დიდი სევდის, ტკივილის, ღალატის და უსინდისობის პარალელურად, რომანის მკითხველები ჭეშმარიტი ადამიანურობის, ერთგულების, გულთბილი მეგობრობის და უდიდესი სიყვარულის მოწმენიც გახდებიან, რომლებიც უხვადაა გადმოცემული, ისე, როგორც ჩემს ყველა ნაწარმოებში.ჩემს მკითხველს, ამ ნაწარმოებით მინდა ვუთხრა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანმა არასოდეს არ უნდა გადაიწუროს იმედი, რომ ცუდ და მძიმე წუთებს და დღეებს, სასიხარულო წუთები და დღეები მოჰყვება.რომანში კიდევ ერთხელ შემოვიყვანე ჩემთვის საყვარელი პერსონაჟები წინა რომანებიდან, რომლებსაც ჩემი ერთგული მკითხველი, დარწმუნებული ვარ, კარგად იცნობს.ავტორი
- ყდა
- თავფურცელი
- ავტორისაგან
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX
- XX
- XXI
- XXII
- XXIII