ირმა შიოლაშვილის ეს კრებული დიდად განსხვავდება მისივე ადრინდელი ნაწერებისაგან. ლექსებში კარგად შეერწყა ერთმანეთს ირმას ქართული და გერმანული გამოცდილებები და ვფიქრობ, უაღრესად საინტერესო პოეტური სინთეზი მივიღეთ. აქ ჩანს ორივე ამ მიმართულების არამხოლოდ ცოდნა, არამედ გააზრება, რაც საბოლოოდ ავტორის პოეზიას განუმეორებელ თვითმყოფადობას ანიჭებს. ყველა სიახლე, რაც ირმას ქართულ ნიადაგზე გადმოაქვს, ამ კომპონენტთა ცოდნითა და რაც მთავარია, ფაქიზი გემოვნებით არის მოტივირებული.
რაც მთავარია, ირმა უწინდებურად დარჩა პოეტური ხატის, როგორც პოეზიის უმთავრესი საფუძვლის ერთგული, ოღონდ შედარება-მეტაფორა მის ამ ლექსებში უკვე უბრალო სამკაულად კი არა, ერთგვარ ხერხემლად გვევლინება, რომელზედაც ასხმულია მთელი ლექსის შინაგანი სამყარო – პოეზიის ემპირიული, ინტელექტუალური და ინიციაციური დონეებით.
- ყდა
- თავფურცელი
- წინათქმა (რედაქტორისაგან)
- პოეტი
- ორშაბათი
- ორი ნაპირი
- ხუთი მართალი ბარათი ქმარს
- სიტყვების თოკით
- შუადღე
- ჩემკენ, ჩემამდე...
- * * * (შენი ხმა)
- ჩანახატი
- ბელას
- ლამაზია ჩემი მეგობარი
- დაბადება
- ლუკას
- * * * (ოდესმე აღარ დაგჭირდები)
- ალექანდრე
- დედას
- აკუპუნქტურა
- დაბრუნება საყვარელ ქალაქთან
- უცხოელი ჟურნალისტის დღიური
- * * * (ძალიან ცივა-მეთქი, ვამბობ)
- მითხარი, რა ვქნა...
- ბოლო წერტილი
- შემოდგომა
- სიყვარულის ახსნა
- * * * (...მაშინ – ფრთები რომ არ დაგეჭრა)
- მარტის ზღაპარი
- ერთგული
- ჩემი დაბადების დღე
- ჩანახატი
- ცოლი
- ლურჯი
- * * * (ზამთარი მოდის, მეგობარო)
- გზა შენს ქალაქამდე
- * * * (როცა ვბრუნდები, მეუბნები – ფიფქებს გავხარო)
- ჩანახატი
- კვამლი
- * * * (როცა გიხსენებ, ყველაფერი თევზის ფერფლივით)
- „ფოთოლი მაინც გაგვატანეთ ამ სამყაროდან»
- გაზაფხულის და ფოთლის ბალადა
- * * * (რაინს გულამდე ჩასდის მოწყენა)
- კლდის მონოლოგი
- სისხლი
- * * * (მდინარესავით ჩავიარე)
- წრე – თოვლის გუნდით შემოხაზული
- ღალატის წრე
- ჩემი მეგობარი
- ბოლოთქმა (ბელა ჩეკურიშვილი)