პირველი სრული ქართული გამოცემა, რომელიც აერთიანებს ლუის კეროლის უკვდავ დილოგიას ელისის (ბევრი მას „ალისას“ სახელით იცნობს ჩვენში) თავგადასავლების შესახებ „საოცრებათა ქვეყანასა“ და „სარკისმიღმეთში“, ჯონ ტენიელის შეუდარებელი ორიგინალური ილუსტრაციებით არის გაფორმებული.
„უკვე ას ორმოცდაათ წელზე მეტია, „ელისის თავგადასავლები“ საყვარელ წიგნად იქცა მთელ მსოფლიოში, როგორც ბავშვების, ისე მოზრდილი მკითხველისთვის; თარგმნილია ასზე მეტ ენაზე; დაბეჭდილ ეგზემპლართა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს გადააჭარბა. ძნელია, სხვა ისეთი საბავშვო ნაწარმოების მოძებნა, რომელსაც ამდენად დიდი გავლენა მოეხდინოს ახალი პერიოდის კულტურაზე. ამიტომ კეროლის შემოქმედებას გულდასმით იკვლევენ არა მარტო ლიტერატურისმცოდნეები, ფილოსოფოსები, თუ ფსიქოლოგები, არამედ – ფიზიკოსები, მათემატიკოსები და სხვა დარგების სპეციალისტებიც; ციტატები „ელისიდან“ პირზე აკერიათ პოლიტიკოსებსა და ორატორებს. ბევრი ფრაზა თუ ნეოლოგიზმი ბუნებრივად დამკვიდრდა ინგლისელთა მეტყველებაში.
პერსონაჟებისა და სიტუაციების დახატვისას საზღვარი არა აქვს ავტორის ფანტაზიასა და გამომგონებლობას. მისი იუმორი უაღრესად თვითმყოფადი, ხოლო თხრობის სტილი – ცოცხალი და უშუალოა. „ელისის თავგადასავალი“ და „სარკისმიღმეთი“ იმ წიგნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც, მას შემდეგ, რაც ბავშვობაში გაეცნობა კაცი, სიცოცხლის განმავლობაში კიდევ მრავალჯერ უბრუნდება. ამასთან, ყველა ასაკის მკითხველი ახალ, თავისთვის საინტერესო შრეს სწვდება, ადრე შეუმჩნეველ ნიუანსებსა და ფერებს აღმოაჩენს.“
- ყდა
- თავფურცელი
- ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში
- თავი I. კურდღლის სოროში
- თავი II. ცრემლის ზღვა
- თავი III. საარჩევნო რბოლა და გრძელი ამბავი
- თავი IV. თეთრი კურდღელი შინ გზავნის პატარა ბილს
- თავი V. მუხლუხი რჩევას აძლევს ელისს
- თავი VI. გოჭი და პილპილი
- თავი VII. ჩაის სმა გიჟური
- თავი VIII. კროკეტის თამაში დედოფალთან
- თავი IX. ვითომკუს თავგადასავალი
- თავი X. ასთაკვების კადრილი
- თავი XI. ვინ მოიპარა კვერები?
- თავი XII. ელისის ჩვენება
- სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა
- თავი I. სარკის იქითა სახლი
- თავი II. ცოცხალი ყვავილების ბაღი
- თავი III. სარკისმიღმეთის მწერები
- თავი IV. რანინა და რანუნა
- თავი V. მატყლი და წყალი
- თავი VI. ალთა-ბალთა
- თავი VII. ლომი და ჰუნერქოსანი
- თავი VIII. ეს ჩემი საკუთარი გამოგონებაა
- თავი IX. დედოფალი ელისი
- თავი X. შეჯანჯღარება
- თავი XI. გამოღვიძება
- თავი XII. ვის დაესიზმრა ეს?
- თავდაყირა დაყენებული სამყარო
- სქოლიო