კალათა

დეტალურად

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ გთავაზობთ ბროშურას „ღვინის დაყენება ქვევრში“, რომელიც ეძღვნება ღვინის ქართულად დაყენების ტექნოლოგიის პოპულარიზაციას. ქართული ტრადიციული ღვინო კი წარმოუდგენელია უქვევროდ! ქვევრი ფენომენალური ჭურჭელია, რომლის წარმოშობა სათავეს საქართველოს ისტორიის წიაღში იღებს. ბროშურა მოკლედ გაგაცნობთ ქვევრისა და მექვევრეობის როგორც უძველეს, ისე ახლო წარსულს და დღევანდელ მდგომარეობას, ქვევრის მოვლისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. თავისთავად ცხადია, რომ ერთი, თუნდაც ვრცელი ნაშრომი ვერ დაიტევს ინფორმაციას მთელი საქართველოს კუთხეებიდან ქვევრებისა და მექვევრეობის შესახებ; აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცადეთ შევხებოდით იმ ძირითადსა და აქტუალურ საკითხებს, რომლებიც ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ჩვენი მკითხველისათვის.
  • წინათქმა
  • შესავალი
  • ქვევრის სახელები ძველ საქართველოში
  • მექვევრეობა საქართველოში, ისტორია და დღევანდელობა
  • ქვევრის სიკეთე
  • ქვევრების კირით დადუღაბება და მათი რეცხვა
  • ქვევრის დამუშავება ცვილით
  • სარქველი
  • ქვევრის ღვინო
  • ზედაშის ქვევრი და ღვინო
  • ქვევრის დამღები
  • ბოლოთქმა
  • გამოყენებული ლიტერატურა