კალათა

დეტალურად

გვანცა ჯობავას „Check-in“ დროსა და სივრცეში მოგზაურობაზე მოგვითხრობს. ეს იშვიათი შემთხვევაა – იმ განცდებისა და შთაბეჭდილებების უმეტესობას, რაც შეიძლებოდა ლექსად ქცეულიყო, პოეტი დაუფიქრებლად შეელია და ახლა ჩვენ წინაშეა სამოგზაურო რომანის ყალიბში მოქცეული დაუწერელი ლექსები. სანამ წიგნის წარდგინებაზე მოსული ახალბედა ჟურნალისტები ავტორს ჰკითხავენ, რამდენ ხანს წერდი ამ ნაწარმოებს და რა ტირაჟით გამოეციო, მათ გასაგონად შემიძლია დავაზუსტო: „Check-in“ სულ იწერებოდა, ავტორის ბავშვობიდან მის დღევანდელ დღემდე, და არა მხოლოდ ერთი ადამიანის ბიოგრაფიისთვის, არამედ მათთვისაც იქნება მნიშვნელოვანი, ვისაც ბოლო წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული და საგამომცემლო ცხოვრება აინტერესებს, ან უბრალოდ ახალი ნაცნობების შეძენა და ევროპის თვალსაჩინო ადგილებში მოგზაურობა სწყურია. ტირაჟს რაც შეეხება – იმედი ვიქონიოთ, რომ წიგნს მკითხველი არ მოაკლდება. ზვიად კვარაცხელია
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • ინტერნეტი – მსოფლიო სახელმწიფო ანუ Check-in ჩვენი არსობისა
  • აეროპორტიდან ჭიანჭველების ბუდემდე
  • გორგოლაჭებიანი ჩემოდნებით დაკარგული მიწებისკენ
  • ტაო-კლარჯეთი – პირველი ბეჭედი პასპორტში
  • „100 ლექსის ქვეყანა“ „ბავშვობაწართმეული თაობის“ თვალით
  • ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოში ანუ როგორ გამომყვა პეპი საქართველოში
  • ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი 2012 – პირველი კლასი
  • ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი 2013 – მეორე კლასი
  • განუხორციელებელი მოგზაურობა ესპანეთში – მამის განებივრებული გოგოების ამბავი
  • ადგილები, სადაც რეალურად ან სიზმარში მაინც ვბრუნდებით
  • სამოგზაურო დაბრკოლებები და თავგადასავლები ანუ „Девочки целую в губы“!
  • ქართველი ემიგრანტები და პარიზიდან დანახული ჩვეულებრივი ანუ არაჩვეულებრივი ადამიანების მსოფლიო
  • სტრასბურგი – მალე გამოღვიძების პერსპექტივით
  • სტამბოლის სიზმრებიდან
  • ლვოვი – ქალაქი მეორე სართულზე და მაიდანის ამბოხი
  • ამსტერდამი – სექსი, მარიხუანა და მზესუმზირები
  • რომაული არდადეგებიდან რომაულ სამუშაო დღეებამდე
  • პირადი მოგზაურობა