კალათა

დეტალურად

არავის შეუძლია შეაჩეროს ვალერის სწრაფვა სიზუსტისკენ. აი, რატომ ვუწოდებ მის ძიებას „ჰეროიკულს“. მისთვის მიუღებელია მარტივი ჭეშმარიტებანი. ის ქედს არ იხრის არც საზოგადოებრივი აზრისა და არც მცოდნეთა ავტორიტეტის წინაშე. თითოეულ შემთხვევაში ის თავის თავს უსვამს ულმობელ შეკითხვას: „რაშია საკითხის არსი?“ დეკარტისა არ იყოს, ისიც ხელახლა იწყებს ყოველგვარ ანალიზს და თავისი თავისგან სისტემატურ დაეჭვებას მოითხოვს. თუმცა მე ვცდები, როცა ვამბობ „მოითხოვს-მეთქი“. ვინაიდან ეს ეჭვი განუყოფელია თვითონ მისი ბუნებისგან. მე ვისურვებდი დამეხატა თქვენთვის ვალერი და მისი წმინდად ადამიანური სახე მეჩვენებინა. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დილით, ხუთ საათზე, დაღლილობისა და სიბნელის მიუხედავად, ის იწყებს შრომას, რომელიც გრძელდება მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში. ის აცხელებს ყავას, ვინაიდან ამ დროს ჯერ კიდევ ყველას სძინავს, ხოლო შემდეგ „უხვად გვასხურებს თავისი პროზის შუშხუნა შხეფებს, დიადი შრომის შემთხვევითობებს. დიდებული რამ არის გონების ძალმოსილება. რამდენიმე საუკუნის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ჩვენს ეპოქაზე არავის მოუხდენია უფრო დიდი გავლენა, ვიდრე ამ უაღრესად უბრალო კაცს“. (ანდრეა მორუას შესავლიდან)
  • წიგნები
  • თანამედროვე მწერლის შესახებ
  • ბანალური საუბარი
  • სიღრმე
  • ვარიაციები დეკარტის თემაზე
  • დანაშაული
  • „ჩემს ოთახში“
  • ფორმალური უარყოფს არსებითს
  • ეპიური პოემები
  • თარგმანები
  • არეულ-დარეულობა
  • გულწრფელი მეგობარი
  • სულთა ტიპები
  • ცხოველის მსჯელობა
  • დაცემანი
  • მეტაფიზიკური მსჯელობანი
  • არსი და ცოდნა
  • ანთროპომორფიზმი
  • მწარე სიცილი
  • ანალოგია
  • სახელმწიფო – ეს მე ვარ
  • იგავი
  • ლიტერატურა
  • აპოლოგეტიკა
  • დილის პატარა ფსალმუნი
  • ევოლუცია
  • სიცოცხლის პოლიტიკა
  • მათხოვრები
  • ჭეშმარიტ ღმერთთა ტაძრები –
  • დამალე შენი ღმერთი
  • მადღეგრძელებელი სიცრუე
  • სიცრუე
  • რჩევა მწერალს
  • მხატვრობა
  • ტკბობა აბსტრაქტული და კონკრექტული
  • ზღაპარი
  • ნაწარმოები და მისი დღეგრძელობა
  • ავტორის მხრივ – ვარიანტები
  • სიცხადე
  • და ა. შ... და ა. შ...
  • შობადობის შემცირება
  • ალბათობა და მსგავსება
  • წინასიტყვაობის პროექტი
  • შთაგონება
  • საკუთარი თავის მიბაძვა
  • კითხვის ხელოვნება
  • პუბლიკის მოთვინიერება
  • შეჩვენება
  • შექმნილი შემოქმედი
  • ხელოვნება და მოწყენილობა
  • ხელოვნება
  • ბგერები და სურნელებანი
  • იყო და არა იყო რა...
  • მძიმე ცხოვრება
  • უსამართლობით ტკბობა
  • ორმხრივი მზერა
  • დიდებამოსილი მეხსიერება
  • ჩვენი „მე“
  • განცვიფრებული ანგელოსი
  • ქალის სახე
  • იდეები როგორც ტკივილი
  • ვიზიონერი
  • გამოღვიძება
  • ფსალმუნი!
  • ჩვენ შორის
  • მითოლოგია
  • თავისუფალი კაცი
  • პოლემისტები
  • ფოტო-პოეტური ფენომენი
  • ალმასები
  • სული
  • ფერები
  • ესთეტი
  • მოგონება
  • ლიტერატურა
  • თეორემა
  • რჩევა მწერალს
  • თავის მოწონება
  • კლასიკა
  • ლიტერატურა
  • მწერლის თვალით
  • „რვეულებიდან“
  • საგნებისათვის
  • შედარება
  • სიამაყე
  • ბედნიერი მუსიკოსი
  • კრიტიკის მოვალეობა
  • იგავი
  • „მშვენიერების კულტზე აღზრდილი“ თაობა
  • შედევრი
  • კრიტიკოსები
  • რასინი და შექსპირი
  • დამატება
  • სტენდალის კითხვისას
  • ცა
  • დილის ფსალმუნი
  • კბოდეები
  • ფსალმუნი
  • მსოფლიო მბრძანებლობის ცდები
  • ცხოველების მზერა