ლიტერატურის სოციოლოგია შეისწავლის ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის არსებულ მიმართებებს. ეს პრობლემატიკა უძველესი დროიდან იღებს სათავეს, მას შემდეგ, რაც მოხდა პოლიტიკისა და მწერლის გაცნობიერება და თეორეტიზირება. ასე, მაგალითად, პლატონმა თავის «სახელმწიფოში» დასვა საკითხი იმის შესახებ, თუ რა როლი აქვს მიკუთვნებული პოეტს ქალაქში და დაგვანახა მათი იდეებისა და გატაცებების გავლენა ადამიანთა ქმედებებზე ანუ ლიტერატურის ძალა და მისგან გამოწვეული ხიფათი. ამ რთულ დიალოგს ლიტერატურას, საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის საუკუნეების მანძილზე ხელახლა უბრუნდებოდნენ, რასაც რიგი მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომები მოჰყვა. უკვე ასიოდე წელია — ანუ მას შემდეგ, რაც ევროპაში თანამედროვე ტიპის უნივერსიტეტები დაარსდა და წარმოიშვა მეცნიერება, რომელსაც სოციოლოგიას უწოდებენ – ლექციებმა, ნაშრომებმა, რამდენიმე სახელმძღვანელომ და არაერთმა სპეციალურმა სტატიამ დასაბამი მისცა დარგს, რომლის საგანს ლიტერატურის სოციოლოგია წარმოადგენს და რომელიც ახლობელი გახდა ბევრი მკითხველისთვის.
- შესავალი
- თავი I. ისტორია და მიზანი
- 1. – საწყისები
- II. – სოციოლოგი მწერლები
- III. – სოციალური ფიზიკა
- IV. – ლიტერატურის ისტორია და სოციოლოგია
- V. – მარქსისტული კონცეფციები
- VI. – ფორმალიზმი, ისტორია და საზოგადოება
- VII. – ხელოვნების სოციოლოგია და კულტურა
- VIII. – 1950-1960-იანი წლების გასაყარი: ლიტერატურის სოციოლოგიის აღმავლობა უნივერსიტეტში
- თავი II. საგანი
- I. – ლიტერატურული საქმიანობა
- II. – ლიტერატურული ტექსტების სოციოლოგიის საგანი
- თავი III. კვლევის მიმართულებები
- I. – შინაარსის სოციოკრიტიკა
- II. – ფორმების სოციოლოგია; სოციოპოეტიკა
- III. – საქმიანობათა სოციოლოგია; ლიტერატურული ველის სოციოლოგია
- დასკვნა
- ბიბლიოგრაფია