რეი ბრედბერის მოთხრობების კრებული „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ საინტერესო და გამორჩეული წიგნია, რადგან თავად ავტორისთვის უსაყვარლეს მოთხრობებს აერთიანებს. ზოგიერთი მათგანი პირქუში და ცოტა საშიშია, ზოგი კი ლაღი და ოპტიმისტური. წიგნი სავსეა ახალი პლანეტებისა და სამყაროების აღმოჩენის ჟინით, უცნაური და ცოცხალი პლანეტებით, ადამიანთა უამრავი ნაკლითა და ღირსებებით, საოცარი, დაუვიწყარი ზაფხულებით და ოდნავი სევდით შეზავებული, იმედიანი ამბებით.
- მთელი ზაფხული ერთ დღეში
- ნისლის საყვირი
- ფრანი ოქროსი და ქარი ვერცხლის
- არმაგედონში ჩაძინებული
- პაწაწინა მკვლელი
- ღიმილი
- ყინვა და ცეცხლი
- ქარი
- შუამავალი
- «აქ ვეფხვები დაძრწიან»
- მომავლის ბავშვი
- მარადისობა და დედამიწა
- აკვედუკი
- ძია ეინარი