იაპონიის სახელმწიფოებრიობის უპირატესობის დამადასტურებელი მოძღვრებების შექმნით, მოტოორი ნორინაგა ცდილობს უხსოვარი დროის იაპონიის კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების აღდგენას და ამავე დროს თავსმოხვეული ჩინეთის კულტურის ზეგავლენის აღმოფხვრას. უძველესი იაპონური დამწერლობის კლასიკური ძეგლის „კო-ჯი-კის“, კვლევის საფუძველზე მან თვალნათლივ დაგვანახა და თვალწინ გადაგვიშალა ძირძველ იაპონელთა სულიერების უპირატესობები. „კო-ჯი-კი“ თითოეულ იაპონელს გათავისებული აქვს ეროვნულ განძად და კუთვნილებად, რაც გვევლინება გასაღებად არა მარტო მათი რელიგიის, ისტორიისა და მითოლოგიის შესაცნობად, არამედ იაპონელთა ძნელსაცნაური და მრავლისმეტყველი ბუნების თავისებურებათა ამოსაცნობად. წიგნი ეძღვნება მეთვრამეტე საუკუნის უდიდეს იაპონელ მოაზროვნე_ერუდიტს, „კო-ჯი-კის“, ამ უიშვიათესი იაპონური კლასიკური დამწერლობის ძეგლის მკვლევარს, მოტოორი ნორინაგას, რომელმაც 30 წელიწადზე მეტი შეალია მის კვლევას და თვალწინ გადაგვიშალა ძირძველ იაპონელთა სულიერების თავისებურებანი. უძველესი იაპონური ლიტერატურული ძეგლების გაშიფვრით, მან დასაბამი მისცა იაპონური ფოლკლორისტიკის, ჰერმენევტიკის და ეთნოგრაფიული კვლევების ციკლს. მის მიმდევრებად გვევლინებიან უდიდესი იაპონელი ეთნოგრაფები: იანაგიდა კუნიო და ორიგუტი სინობუ. ნორინაგას არ სწამს ნეტარებით აღსავსე მიღმამყოფ სამყაროს არსებობის; ის ფიქრობს რომ არ არსებობს სიკვდილზე უფრო გულშესაღონებელი, სულის შემზარავი და შემაძრწუნებელი რამ. ზუსტად ამიტომ ეწინააღმდეგება და უარყოფს დაოსების ვარაუდს უკვდავების მიღწევის შესაძლებლობაზე. სულერთია, ადამიანი კეთილგანმზრახველია თუ ავზნიანი ბევურვათი, სულს დალევს თუ არა, ნება-უნებურად მაინც დაადგება იომი-ნო კუნის განსაცდელით აღსავსე გზას, სადაც მხოლოდ არამწყალობელი და არაკეთილისმყოფელი გულხენეში ღმერთები და უბრალო მოკვდავთა სულები სახლობენ და სადაც ბოროტება უმაღლეს საფეხურს აღწევს. დაისმის კითხვა: თუ ადამიანის ხვედრი წინასწარ არის განსაზღვრული, მაშინ რა გზით უნდა მოიპოვოს მან სულიერი სიმშვიდე? ამის პასუხს ნორინაგა „ტომონ-როკუ“-ში ამბობს, რომ, რაც ამქვეყნად ხდება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთების ნამოქმედარია და რომ არავითარი ეგრეთწოდებული სიმშვიდის მოსაპოვებელი რელიგიური რიტუალი არ არსებობს.
- ყდა
- თავფურცელი
- რეზიუმე
- მთარგმნელის შესახებ
- 17-18ს.ს. იაპონიის სოციალური ფენები და კონფუციანიზმის ზოგადი ტენდენციები
- კონცეფცია „მონო-ნო ავარე“
- სულიერი სიმშვიდის მოპოვების პრობლემა
- იაპონიის უპირატესობაზე
- ღმერთების და სამყაროს შეცნობადობაზე კონცეფცია „მაგოკორო“
- სიკეთესა და ბოროტებაზე
- ქვეყნის მართვის პრინციპებზე
- მოტოორი ნორინაგა და ჩინეთის კულტურა
- იმპერატორის თაყვანისცემის იდეა
- ტამა კუსიგე
- შენიშვნები
- იაპონელების შვიდი ბედნიერების მომტანი ღმერთი
- ილუსტრაციები