წიგნში გადმოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვეობის ჩათვლით. იგი კონსპექტური სალექციო კურსია, რომელიც ითვალისწინებს ქართული ისტორიოგრაფიის მიღწევებს ბოლო ორი საუკუნის მანძილზე. ნაშრომი ისეა აგებული, რომ იგი სამსახურს გაუწევს, როგორც უმაღლესი სკოლის სტუდენტებს, ისე აბიტურიენტებს და, აგრეთვე, საქართველოს, როგორც შორეული, ისე ახლო და უახლესი წარსულით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო საზოგადოებას.წიგნი უხვადაა ილუსტრირებული. საილუსტრაციო მასალა ისეა შერეული, რომ იგი ავსებს თხრობით ნაწილს.